პოლიტიკა
ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ოკუპირებულ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურებიან
მიმდინარე წლის 28 თებერვალს, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ტვიტერის გვერდზე გამოქვეყნდა სამინისტროს განცხადება ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, 2018 წლის 23 თებერვალს ცხინვალში საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
„ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმად შეშფოთებულია საქართველოში, სამხრეთ ოსეთში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებით, განსაკუთრებით კი, საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული გარდაცვალებით. ჩვენ ვგმობთ ადამიანის უფლებების ყოველგვარ დარღვევას და სამხრეთ ოსეთის რეგიონში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ინსიტუტების დაშვებას მოვითხოვთ,“ - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ავრცელებს.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობითვე, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტს ასევე გამოეხმაურა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ტიმო სოინი. მინისტრის განცხადებით, ფინეთის რესპუბლიკა უერთდება ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს განცხადებებს სამხრეთ ოსეთში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
“ჩვენ მოვითხოვთ ჩატარდეს დეტალური და გამჭვირვალე გამოძიება და განვაგრძობთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას,“ - განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


