უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

25 თებერვალი, 2026 17:13
font-size

ჩავუგდებ რუკას ბრიტანეთის და გერმანიის ელჩებს, სად გადის ფრონტის ხაზი, ჩასვან თავისი ჯარისკაცები სანგრებში და იომონ​ - შალვა პაპუაშვილი

არის მცდელობა, საქართველოს ჩაითრიონ რუსეთთან ესკალაციაში, თუ რამის თავი აქვთ, იციან, სად არის ფრონტის ხაზი, თუ უნდათ, რუკას ჩავუგდებ, ჩასვან თავიანთი ჯარისკაცები სანგრებში და იომონ, შეეშვან საქართველოს ჩათრევას უბედურებაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„გუშინ სიმართლის ელექსირი ჰქონდა მიღებული რამდენიმე ელჩს, იმდენი სიმართლე ილაპარაკეს, რაც ოთხი წელია, არ უთქვამთ. ამხილეს ფაქტობრივად ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. აშკარა გახდა, რომ მთელი ოთხი წელი მიზეზი, რატომაც ჩვენ დასავლეთი და ევროკავშირი გვერჩოდა, იყო ის, რომ არ დავყევით მათ მთავარ მოთხოვნას, არ წავედით ესკალაციაზე რუსეთთან. საუბრობენ, თითქოს არავინ ითხოვდა მეორე ფრონტის გახსნას. აბა, რა არის, როცა ქვეყანას ეუბნები, რომ უნდა დაუწესო სანქციები რუსეთს, ტურისტები არ შემოუშვა, ვაჭრობა არ გქონდეს, ღვინო არ გაიტანოს ქართველმა გლეხმა, ფრენები უნდა ჩავკეტოთ, როგორც გვითხრა ევროკავშირის ელჩმა, ბენზინი არ უნდა შემოიტანოს ბიზნესმა და იყიდოს ძვირი ბრიტანული ბენზინი. ეს ყველაფერი ნიშნავს საქართველოს ჩათრევას რუსეთთან ესკალაციაში, ეს ნიშნავს ისეთ ომს, სადაც არც ბრიტანელი, არც გერმანელი, არც ფრანგი და არავინ, ერთი ჯარისკაციც არ ჩამოვა ჩვენთან. შეგვატოვებენ მარტო, როგორც ყოველთვის.

რაც შეეხება ბრიტანეთის ელჩის განცხადებას, ის ბოლო პერიოდია კაბინეტიდან კაბინეტში დადის პირადად და, მათ შორის, პარლამენტის წევრებთან. პირდაპირ ითხოვს, რომ საქართველოში არ შემოვიდეს რუსული გაზი თუ ბენზინი. ბრიტანეთის ელჩი ითხოვს სანქციების დაწესებას, ანუ ომს. როცა მას ეუბნებიან, თუ ჩვენს ბიზნესს ავუკრძალავთ და არ შემოიტანს რუსეთიდან იაფ ბენზინს, მოუწევს ძვირი ბენზინის შემოტანა და გაძვირდება ყველა პროდუქტი, მისი პასუხია, არა უშავს, ჩვენთანაც გაძვირდაო. ასეთი ადამიანი შემდეგ რომ ქართულად გველაპარაკება სიყვარულზე, ამ ფარისევლობას ვხედავთ. არის მცდელობა, საქართველოს ჩაითრიონ რუსეთთან ესკალაციაში, თუ რამის თავი აქვთ, იციან, სად არის ფრონტის ხაზი, თუ უნდათ, რუკას ჩავუგდებ ბრიტანეთის, გერმანიის ელჩებს, ჩასვან თავიანთი ჯარისკაცები სანგრებში და იომონ. შეეშვან საქართველოს ჩათრევას ამ უბედურებაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი