პოლიტიკა
ჩავიხედოთ არქივებში, რას წერდა 1921 წელს სერგო ორჯონიკიძე და გარწმუნებთ, იმავეს ნახავთ, რასაც ზურაბ ჯაფარიძე წერს დღეს - შალვა პაპუაშვილი
საინტერესო იქნება, ჩავიხედოთ არქივებში, რას წერდა 1921 წელს სერგო ორჯონიკიძე და გარწმუნებთ, იმავეს ნახავთ, რასაც ზურაბ ჯაფარიძე წერს დღეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, დღესაც არის მცდელობა, საქართველოში მარიონეტული რეჟიმი დაამყარონ.
„ალბათ საინტერესო იქნება, ჩავიხედოთ არქივებში, რას წერდა 1921 წელს სერგო ორჯონიკიძე და გარწმუნებთ, ნახავთ პარალელებს. რა თქმა უნდა, ეპოქა, ინსტრუმენტები შეიცვალა, თუმცა გარწმუნებთ, რომ იმავეს ნახავთ, რასაც ზურაბ ჯაფარიძე წერს დღეს. ესენი არიან 21-ე საუკუნის სერგო ორჯონიკიძეები, რომლებიც იმ ქვეყნის წინააღმდეგ ილაშქრებდნენ, სადაც დაიბადნენ, ფეხი აიდგეს და რომელი საზოგადოების წევრებიც იყვნენ. საბოლოო ჯამში, ეს არის ყველა მარიონეტის ხვედრი.
მაშინ სოციალური ქსელი არ იყო, მაგრამ სერგო ორჯონიკიძე კედლის გაზეთებით და პროკლამაციებით ზუსტად ასე ამბობდა, რომ საქართველოს დამოუკიდებელი ხელისუფლება არის საფრთხე და ის უნდა იყოს საერთო კომუნისტურ-სოციალისტური ინტერნაციონალის ნაწილი. ზუსტად ამას გვეუბნებიან დღეს, რომ საქართველო არ უნდა იყოს დამოუკიდებელი, უნდა იყოს ლიბერალური ინტერნაციონალის ნაწილი. აბსოლუტურად ერთი ერთში არიან სერგო ორჯონიკიძის შთამომავლები თავიანთი არსით.
როგორც სერგო ორჯონიკიძე იყო უცხო ქვეყნის მარიონეტი, ესენიც ზუსტად უცხო ქვეყნის მარიონეტები არიან. მნიშვნელობა არ აქვს დედაქალაქებსა და ქვეყნებს, მნიშვნელობა აქვს თავად მოცემულობას, რომ საკუთარი პოლიტიკური ეგოების დასაკმაყოფილებლად ადამიანები ეყიდებიან სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს ქვეყნის გარეთ. ამიტომ ესეც მიუთითებს, რომ არის ჩვეულებრივი მტრობა საქართველოსი. ასი წლის წინ ამას აკეთებდნენ ხიშტებითა და ტანკებით, დღეს აკეთებენ სანქციებით და პროპაგანდით. მეთოდები იცვლება, თუმცა შინაარსი – არა. ეს არის მცდელობა, რომ საქართველოში მარიონეტული რეჟიმი დაამყარონ. როგორც 1921 წელს საბჭოთა არმიის მეშვეობით დაიმორჩილეს საქართველო და დაამყარეს კომუნისტური ინტერნაციონალის მმართველობა, ახლა უკვე, ასი წლის თავზე უნდათ სანქციებითა და პროპაგანდით დაიმორჩილონ ქართველი ხალხი, დასვან თავიანთი მარიონეტული რეჟიმი და დაამყარონ ლიბერალური ინტერნაციონალი საქართველოში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ დღეს სოციალურ ქსელში დაწერა: “რუსთაველი ყოველდღე არის უმნიშვნელოვანესი. ყველაზე მნიშვნელოვანი და ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს ახლა, ერთიანად, ვიდრე ქვეყანაში არის ბრძოლის რესურსი”.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


