უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

28 ოქტომბერი, 2025 12:05
font-size

ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, შუამთის ქუჩაზე ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

ვარკეთილში თბილისის განვითარების ფონდის კიდევ ერთი პროექტი განხორციელდება. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა შუამთის ქ. N40ა-ში იწყება, საცხოვრებელი ფართებით კი ელდარის ქ. N12-ში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი დაკმაყოფილდება.

„აღნიშნულ მისამართზე თანამედროვე 11-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება. ახალ კორპუსში ფართები გადაეცემა ელდარის ქ. N12-ში, ყოფილი 109-ე სკოლის შენობაში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს. ამ ეტაპზე ტერიტორია შემოსაზღვრულია და დაწყებულია წინამოსამზადებელი სამუშაოები. უშუალოდ მშენებლობის პროცესი უახლოეს პერიოდში დაიწყება. პროექტის ფარგლებში აშენდება 7 630 კვ.მ ფართობის შენობა, სადაც განთავსდება: ორი კომერციული ფართი, 22 ავტოსადგომი და 129 ბინა, საიდანაც 55 ოჯახს სრულად გარემონტებული საცხოვრებელი ბინები გადაეცემა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ავარიულ კორპუსებში მცხოვრებ მოსახლეობას ჩანაცვლების პროგრამაში აქტიურად ჩართვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი