სამართალი
ჩანაწერის გავრცელებას შედეგად მოჰყვა ის, რომ სუბელიანს ჰქონდა სუიცუდის მცდელობა - ადვოკატი
ადვოკატმა, ინგა ჩალაურმა გლდანის ციხეში ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებული მირზა სუბელიანი მოინახულა.
ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფთან მას შემდეგ შევიდა, რაც გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მირზა სუბელიანი ციხეში სცემეს.
ინგა ჩალაური ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და ამბობს, რომ სუბელიანს სხეულზე მხოლოდ თვითმკვლელობის მცდელობის დროს მიყენებული დაზიანებები აღენიშნება.
ამასთან, ადვოკატი აუდიოჩანაწერების გავრცელებას კრიტიკულად აფასებს და აცხადებს, რომ ჩანაწერების გავრცელების მიზანს სწორედ სუბელიანის ამ მდგომარეობამდე მიყვანა წარმოადგენდა.
"მიმდინარეობს ფსიქოლოგიური შეტევა იმ ადამიანზე, ვინც დღეს პატიმრობაშია. სწორედ ასეთ ქმედებას ვგულისხმობ - ჩანაწერის გავრცელებას შედეგად მოჰყვა ის, რომ სუბელიანს ჰქონდა სუიცუდის მცდელობა. ჩემი აზრით, ამ აუდიოჩანაწერების გავრცელება მიზნად ისახავდა ასეთი შედეგის დადგომას,"-განაცხადა ინგა ჩალაურმა.
მირზა სუბელიანი გუშინ სახალხო დამცველის წარმომადგენელმაც მოინახულა. მისი თქმით, რაიმე სახის ფიზიკურ ზემოქმედებას თავად სუბელიანიც უარყოფს.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


