სამართალი
ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მოკლული პირი ბიზნესმენი ნუგზარ კახიძეა
თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე საკუთარ სახლში მოკლული პირი, ბიზნესმენი ნუგზარ კახიძეა.
არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელები მას „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენლებად გაეცნენ და შემდეგ 7 ტყვია ესროლეს.
გარდაცვლილის ახლობლები ყვებიან, რომ ბიზნესმენი საკუთარ სახლში 30 წლამდე ასაკის მამაკაცმა ჩაცხრილა.
როგორც ირკვევა, დაჭრილია ასევე ბიზნესმენის დამხმარე ქალიც.
ნუგზარ კახიძე ერთ-ერთი ბაზრობის მეწილეა. მოკლულს შპს ვარკეთილი 96-ის გარდა, წილები ჰქონდა სხვა კომპანიებშიც.
შსს-ის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


