სამართალი
ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული აცხადებს, რომ საქმე შსს-ს მაღალჩინოსნებმა გააყალბეს
ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულმა, ზაზა ბაქრაძემ სასამართლოს მიმართა და განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ ცნობს. შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის თქმით, ახალგაზრდებს იარაღი ადგილზე სამართალდამცველებმა ჩაუდეს.
ზაზა ბაქრაძის განცხადებით, დანაშაულის ადგილზე როდესაც მივიდა, იქ იარაღი არ ყოფილა.
ბრალდებული ამბობს, რომ საქმე გაყალბებულია შსს-ს მაღალჩინოსნების მიერ.
„დანაშაული ჩავიდინე და აღიარებითი ჩვენებაც მაქვს მიცემული. თქვენ ეს კარგად იცით. შემთხვევის ადგილზე რომ მივედი, იარაღი არ იყო. ხანდახან მგონია, ამ ადამიანებმაც ირწმუნეს ის, რაც თავში ჩაიდეს. არ ყოფილა იქ იარაღები, ჩადეს. რატომ უნდა დავიბრალო ეს დანაშაული და სხვებს რატომ უნდა დავაბრალო? არც ჩემი თავისთვის და არც სხვებისთვის დანაშაული არ დამიბრალებია“,-განაცხადა ზაზა ბაქრაძემ.
ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ხუთ ყოფილ მაღალჩინოსანს ედება ბრალად.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


