სამართალი
ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე გამოტანილ განაჩენს ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა - საქმის პროკურორს თავში სანთებელა ესროლეს
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის დავით მგელიაშვილის მიერ ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების დამნაშავედ გამოცხადებას სასამართლო დარბაზში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.
დარბაზში ერთ-ერთი ბრალდებულის, სავარაუდოდ დავით იაშვილის ახლობელმა, სანთებელა ისროლა, რომელიც ბუტა რობაქიძის საქმის პროკურორს, დავით მეფარიძეს მოხვდა. მან თავის არეში მცირე დაზიანება მიიღო. ადგილზე პირველადი დახმარების აღმოსაჩენად სასწრაფო დახმარების ექიმები მივიდნენ.
ოჯახის წევრებს სასამართლო პროცესი დაატოვებინეს, სხდომა გინებისა და ჩხუბის ფონზე დასრულდა.
ცნობისთვის, 5-წლიანი სასამართლო განხილვების შემდეგ ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები: ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამანაშავედ სცნო.
გურამ დონაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს, ირაკლი ფირცხალავა, როგორც ცნობილია, სხვა საქმეზე უკვე მსჯავრდებულია.
გურამ დონაძეს სასჯელის სახით 5 წლითა და 3 თვით ვადით პატიმრობა მიესაჯა და აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლითა და 3 თვის ვადით.
დავით იაშვილს სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვის ვადით პატიმრობა და აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლითა და 3 თვის ვადით.
ზურა მიქაძეს სასჯელის სახით 6 წლითა და 3 თვის თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, თანამდებობის დაკავება კი 2 წლითა და 3 თვის ვადით აეკრძალა.
ირაკლი ფირცხალავას სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 3 თვის ვადით, ხოლო 2 წლითა და 3 თვის ვადით სახელმწიფო თანამდებობის დაკავება აეკრძალა.
ზაზა ბაქრაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და მას სასჯელის სახით განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 4 წლითა და 6 თვის ვადით, ასევე ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და 2 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


