სამართალი
ბუტა რობაქიძის გარდაცვალების საქმის გამოძიება გაყალბებულია - სოსო რობაქიძე
სოსო რობაქიძე აცხადებს, რომ მისი შვილის, ბუტა რობაქიძის გარდაცვალების საქმის გამოძიება გაყალბებულია.
მან დღეს პროტესტის ნიშნად სასამართლო სხდომა დატოვა.
რობაქიძე გამოძიებას ენდობა, თუმცა აცხადებს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მოწმეები თავიანთ სიტყვას ვერ ამყარებენ.
მისივე თქმით, მომხდარი შემთხვევისას პირებს მანქანაში იარაღის ჩადება მაშინდელმა მაღალჩინოსნებმა უბრძანეს.
"საქმე თეთრი ძაფით არის შეკერილი, გამოძიება თავიდან ბოლომდე გაყალბებულია და ყველაფერი, საერთოდ, თავიდან არის დასაწყები. ამ წუთში ვენდობი გამოძიებას, ვინაიდან აღნიშნული გამოძიება ამ პროკურორების დაწყებული არ არის. ეს ადრე დაწყებული გამოძიებაა. ვინც ამათ იარაღის ჩადება უბრძანა, ამაზე ბრძანება იყო ირაკლი ოქრუშვილის და ზურაბ ადეიშვილის. იარაღის ჩადებას გურამ დონაძე და ზურაბ მიქაძე ვერ გადაწყვეტდნენ, ვინაიდან ისინი ამ საქმისთვის ჭანჭიკები არიან. პროკურატურას შეეძლო, რომ ეს საქმე კიდევ გადაეხედა“, - განაცხადა რობაქიძემ.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


