პოლიტიკა
ბუში სააკაშვილთან მივიდა, მკერდზე თითი მიადო და უთხრა – რუსეთი არ გააღიზიანო - სტივ ჰედლი
ეროვნული უშიშროების საკითხებში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის ყოფილმა მრჩეველმა სტივ ჰედლიმ „ამერიკის ხმის“ ქართულ სამსახურთან ინტერვიუში 2008 წლის აგვისტოს ომამდე ჯორჯ ბუშისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა გაიხსენა. მისი ნაამბობიდან ირკვევა, რომ ბუშმა გააფრთხილა სააკაშვილი, არ გააღიზიანოს რუსეთი, რადგან ომის შემთხვევაში ვერ დაიცავდა.
„ბუშთან ერთად 2005 წელს საქართველოში ვიყავი. დიდებული დღე იყო, შთაგონების მომცემი. მახსოვს ომამდე სააკაშვილის ვიზიტი თეთრ სახლში და ბუშთან შეხვედრა ოვალურ კაბინეტში. შეხვედრის შემდეგ მედიასთან პრეზიდენტმა ბუშმა საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა გამოთქვა. როცა მედია ოთახიდან გავიდა და შეხვედრა მთავრდებოდა, პრეზიდენტი ბუში სააკაშვილთან მივიდა, მკერდზე თითი მიადო და უთხრა – რუსეთი არ გააღიზიანო, რუსეთს თავს ვერ გაართმევ, მე რუსეთისგან ვერ დაგიცავ გეოგრაფიის გამო“, -თქვა ჰედლიმ.
მისივე თქმით, რუსეთი სააკაშვილის პროვოკაციაზე წამოგებას ცდილობდა და ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი დამშვიდება, რათა ისეთი რამ არ გაეკეთებინა, რასაც მოგვიანებით ინანებდა.
გარდა ამისა, ჰედლიმ აღნიშნა, რომ „ბუშმა ორი რამის გაკეთება სცადა – მკაფიოდ გამოეხატა საქართველოსა და მისი პრეზიდენტისადმი პერსონალური მხარდაჭერა, ასევე, ერჩია მისთვის, არ მოეხდინა რუსეთის პროვოცირება, რადგან საქართველო რუსეთის ინტერვენციას თავს ვერ გაართმევდა”.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


