პოლიტიკა
ბუნებრივია, როცა ჩიხში ხარ, ასეთ დროს არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებ - ირაკლი კობახიძე პრეზიდენტზე
„როცა ჩიხში ხარ, ასეთ დროს არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებ“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის კრიტიკას. ქვეყნის პირველმა პირმა მმართველი გუნდი თვითმმართველობის არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში დაადანაშაულა.
კობახიძის თქმით, ეს ბრალდება უსამართლოა.
„ეს არის ჩიხიდან გაკეთებული განცხადება. სამწუხაროდ, პრეზიდენტი არის ჩიხში. ჩვენ ამას დიდი ხანია, ვამბობდით. პრეზიდენტმა საკუთარი თავი თვითონ შეიყვანა ჩიხში. ბუნებრივია, როცა ჩიხში ხარ, ასეთ დროს არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებ. ყველა ვხედავთ, რომ ასეთი განცხადებები არ არის სამართლიანი“, - თქვა კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ უარყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესაძლებლობა.
„ქვეყნდებოდა სოციოლოგიური კვლევები, მათ შორის ოპოზიციასთან დაკავშირებული ტელევიზიებიც აქვეყნებდნენ სოციოლოგიურ კვლევებს. სოციოლოგიური კვლევის შედეგები დაემთხვა არჩევნების შედეგებს. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ არავითარ შემთხვევაში არ ჰქონია ადგილი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, თუ იყო ერთეული შემთხვევები, ამასთან დაკავშირებით ჩვენ შეიძლება გვქონდეს რეაგირება. რაც შეეხება ადმინისტრაციული რესურსების სისტემურ გამოყენებას, არის ის პრაქტიკა, რომელიც ჩვენ 2012 წელს წარსულს ჩავაბარეთ“, - აღნიშნა კობახიძემ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


