პოლიტიკა
ბუკიკიოს შევთავაზეთ ჩავერთოთ პროცესებში რათა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შედგეს შეთანხმება საკონსტიტუციო პროექტზე - მიხეილ ბენიძე
არასამთავრობო ორგანიზაციის, „თავისუფალი არჩევნების“ ხელმძღვანელმა მიხეილ ბენიძემ ვენეციის კომისიის თავმჯდომარესთან, ჯანი ბუკიკიოსთან შეხვედრა შეაფასა.
ბენიძის განცხადებით, მათ შესთავაზეს მოდერატორის როლის შესრულება ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის შესაძლო საკონსტიტუციო განხილვებში.
ბენიძემ აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების გატარება მხოლოდ 7 წლის შემდეგ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას შეაფერხებს.
„მე ვფიქრობ, რომ მან კარგად იცის, აქ რა ხდება, ამიტომ დამატებითი შეკითხვები, სიმართლე რომ გითხრათ, არ ყოფილა. გავცვალეთ მოსაზრებები და ვისაუბრეთ ამ ჩიხური სიტუაციიდან გამოსვლის გზებზე. ბუნებრივია, მან კიდევ ერთხელ ახსენა დიალოგის აუცილებლობა და საჭიროება, და ჩვენ შევთავაზეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია, ჩავერთოთ ამ პროცესში, რომ გარკვეულწილად ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შედგეს შეთანხმება საარჩევნო სისტემის ცვლილების საკითხზე. მთავარი აქ ის არის, რომ საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს დაუყოვნებლივ. როგორც მისი მხრიდან, ასევე ჩვენი მხრიდანაც ეს იყო შეფასებული როგორც უმნიშვნელოვანესი საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ არა მხოლოდ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არამედ მთლიანად დემოკრატია იქნება საფრთხის ქვეშ“, - განაცხადა ბენიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


