პოლიტიკა
ბრიუსელის მერი ირაკლი კუპრაძეს სრულ მხარდაჭერას უცხადებს
დღეს კოალიცია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, თბილისის მერობის საერთო კანდიდატი ირაკლი კუპრაძე და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი თაზო დათუნაშვილი ბრიუსელის მერმა მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.
„მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრაზე თბილისი-ბრიუსელის სამომავლო პარტნიორობის დეტალები განიხილეს, როგორც კულტურული, ისე ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში, რაც ერთობლივი ინფრასტრუქტურული და საგანმანათლებლო პროექტების დაგეგმვა-განხორციელებას გულისხმობს“, – აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ლელოს“ პრესსამსახურის ცნობით, ბრიუსელის მერს სტუმრებმა საქართველოში წინასაარჩევნოდ არსებული მძიმე პოლიტიკური ვითარება გააცნეს.
ფილიპ კლოზიმ თბილისის მერობის ერთიან კანდიდატს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
„ჩვენ დღეს შევხვდით თბილისის მერობის კანდიდატს, ირაკლი კუპრაძეს. მინდა, მას გამოვუცხადო სრული მხარდაჭერა, რადგან ჩვენ გვაკავშირებს ის საერთო ევროპული ღირებულებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც ევროპის დედაქალაქის მერისთვის“, – განაცხადა ბრიუსელის მერმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


