პოლიტიკა
ბრიუსელის ფორუმზე რუსეთისგან მომავალლი საფრთხეები განიხილეს
რუსეთის აგრესიული პოლიტიკა და მისგან მომდინარე საფრთხეები იყო ერთ-ერთი მთავარი თემა, დღეს, ბრიუსელის ფორუმზე. დისკუსიაში, სახელწოდებით - „ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი“.
ფორუმზე საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთი მეზობელი ქვეყნების მიმართ აგრესიულ პოლიტიკას აგრძელებს და ახალი ცივი ომის გამოწვევას ცდილობს.
„რუსეთის პოლიტიკის მიხვედრას არ სჭირდება განსაკუთრებული დაზვერვა, ისინი ღიად საუბრობენ ამაზე. რუსეთს ცივი ომის განახლების პოლიტიკა აქვს და ჩვენც არა ცალ-ცალკე, არამედ საერთო საპასუხო პოლიტიკა უნდა შევიმუშაოთ. ჩვენ უნდა ვიყოთ ადეკვატურები რეალობის მიმართ, რეალობა კი ის არის, რომ ჩვენ ვხედავთ რუსეთის სულ უფრო აგრესიულ პოლიტიკას მის სამეზობლოში და ვხედავთ ახალი ცივი ომის გამოწვევის მცდელობას... ჩემი აზრით, უნდა დავაჩქაროთ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება,“ - განაცხადა მარგველაშვილმა.
უკრაინის ვიცეპრემიერი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, ივანა კლიმპუშ-ცინცაძემ აღნიშნა, რომ ნატო-ს წევრ ქვეყნებს მოუწევთ დაუბრუნდნენ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე გაცხადებულ ვალდებულებას, რომ უკრაინა და საქართველო ნატო-ს წევრები გახდებიან.
დისკუსიაში საქართველოს პრეზიდენტთან ერთად უკრაინის ვიცეპრემიერი, ევროკომისიის წარმომადგენლები და უკრაინის კრიზისთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში შეერთებული შტატების სპეცწარმომადგენლი ღებულობდა მონაწილეობას.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


