საზოგადოება
ბრიტანულმა საადვოკატო ფირმამ ,,ომეგა ჯგუფის“ სამართლებრივი დავის შესახებ წერილი გაუგზავნა ლევან ყიფიანს
ტელეკომპანია ,,იბერიას“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ბრიტანულმა საადვოკატო ფირმამ ,,ფილდფიშერმა“ წერილი გაუგზავნა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ყოფილ მინისტრს, ლევან ყიფიანს, რომელიც ადრესატს 2 კვირის წინ ჩაბარდა.
წერილში ნათქვამია, რომ ,,ომეგას“ დაწყებული აქვს სამართლებრივი პროცედურები ინგლისისა და უელსის უმაღლესი სასამართლოსთვის ,,ომეგაზე“ განხორციელებული ზეწოლის გამო, რამაც დააზარალა ,,ომეგა ჯგუფი.“ წერილში აღნიშნულია, რომ საქმე ეხება ,,ომეგას“ წინააღმდეგ რამდენიმე პირის მიერ უკანონო გზით განხორციელებულ სამართალდარღვევებს.
წერილში დასახელებულები არიან ყოფილი და ამჟამინდელი მთავრობის წევრები და ასევე სხვა მაღალი რანგის პირები.
,,იბერია“ არკვევს წერილში დასახელებულ პირთა ვინაობას, რომელთაც მოუწევთ ინგლისის სასამართლოში გამოცხადება და შეკითხვებზე პასუხების გაცემა.
როგორც ტელეკომპანიაში აცხადებენ, ისინი ცდილობენ დაუკავშირდნენ ,,ფილდფიშერის“ ადვოკატებს, რათა მათ მეტი ინფორმაცია გააცნონ ქართულ საზოგადოებას.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


