პოლიტიკა
ბრიტანეთის ელჩის განცხადებები პირდაპირ შეიძლება განიმარტოს, როგორც ღირსებაჩამორთმეული და სუვერენიტეტდაკარგული ქვეყნის ელჩის განცხადებები - ირაკლი კობახიძე
სუვერენული, ღირსეული ბრიტანული ბიუროკრატია ასე არ მოიქცეოდა, როგორც იქცევა ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომელიც ბრიტანეთის ელჩის მიერ ერთ-ერთ უნივერსიტეტში გაკეთებულ განცხადებებს ეხებოდა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის თავდასხმა ქართველ ხალხზე და საქართველოს ხელისუფლებაზე, ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე, რაც ძალიან სამწუხაროა.
„ამ კონტექსტში, მე მახსენდება ლიზ ტრასის სიტყვები, რომელიც პირდაპირ საუბრობდა იმაზე, რომ Deep State-მა არსებითი გავლენა მოიპოვა ბრიტანეთის ხელისუფლებაზე. სხვანაირად შეუძლებელია, ეს ყველაფერი აიხსნას. სუვერენული, ღირსეული ბრიტანული ბიუროკრატია ასე არ მოიქცეოდა, როგორც იქცევა ბრიტანეთის ელჩი საქართველოში. ამიტომ, კიდევ ერთხელ, უნდა გავიხსენოთ ლიზ ტრასის სიტყვები, რომელიც პირდაპირ საუბრობს იმაზე, რომ Deep State-მა სუვერენიტეტი დააკარგვინა ბრიტანეთის ხელისუფლებას. ელჩის ასეთი განცხადებები პირდაპირ შეიძლება განიმარტოს, როგორც ღირსებაჩამორთმეული და სუვერენიტეტდაკარგული ქვეყნის ელჩის განცხადებები. ეს არის ძალიან ტრაგიკული მოვლენა. საუბარია დიდ ბრიტანეთზე და ინგლისზე, რომელიც ტრადიციულად მიიჩნეოდა, როგორც დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის აკვანი. ასეთ პირობებში, პირდაპირ ხაზს უსვამს ამ სახელმწიფოს ელჩი ამ ძირეულ პრინციპებს. რომ არა სუვერენიტეტის დაკარგვა, ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ასე არ მოიქცეოდა. ასეთი განცხადებების კეთებას, ბრიტანეთის ელჩს ურჩევნია ბოდიში მოიხადოს იმ სიყალბით გაჯერებულ სიუჟეტზე, რომელიც ბრიტანულმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


