პოლიტიკა
ბრიტანელი ჟურნალისტი თბილისის საკრებულოში დამოუკიდებელ დეპუტატად იყრის კენჭს
ბრიტანელი ჟურნალისტი ჯოზეფ ალექსანდრე სმიტი, თბილისის საკრებულოს არჩევნებში დამოუკიდებელ დეპუტატად კენჭისყრას აპირებს. სმიტი უკვე 5 წელიწადია, რაც საქართველოში ცხოვრობს.
ამის შესახებ სმიტმა Facebook-ში პირად გვერდზე დაწერა.
„ძვირფასო მეგობრებო, აქამდე ჩემი გეგმების გამჟღავნებისგან თავს ვიკავებდი, მაგრამ დადგა დრო, რომ გითხრათ რა ხდება და დახმარებაც გთხოვოთ.
საკრებულოს არჩევნებში ვაპირებ კენჭისყრას, საბურთალოს ერთ-ერთ მაჟორიტარულ ოლქში დამოუკიდებელ უპარტიო კანდიდატად. ხუთი დღის წინ გავიარე კონსულტაცია შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, და მითხრეს, რომ ძალიან გამიჭირდება კანდიდატად რეგისტრაცია, რადგან კანდიდატი საქართველოში უნდა იყოს ნაცხოვრები 5 წელი რეგისტრაციის ბოლო ვადამდე და მე თითქმის ერთი თვე მაკლდება.
თუმცა საბოლოო პასუხი ჯერ არ მიმიღია ამ ხუთწლიანი ცხოვრების ცენზთან დაკავშირებით და მაინც ვაპირებ ყველა მოთხოვნილი დოკუმენტის წარდგენას.
სასწრაფოდ შესაგროვებელი მაქვს საბურთალოს N. 03.05 ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა ხელმოწერები- 441 ხელმოწერა მჭირდება 1 სექტამბრამდე (დიახ....მასეა).
ქვემოთ მოცემულია რუკა და თუ მის ფარგლებში ცხოვრობთ ან ხართ რეგისტრირებული, გთხოვთ დამეხმაროთ ხელმოწერების შეგროვებში ან უბრალოდ თავად მოაწეროთ ხელი.
ხელმოწერების შესაგროვებლად ვიქნები:
დღეს - საღამოს 8 საათიდან 10 საათამდე ვაჟა-ფშაველაზე (კორპუსების ეზოებში)
ხვალ- 3 საათიდან 8 საათამდე დელისის მეტროსთან
თუ გაქვთ სურვილი რომ უფრო მეტად დამეხმაროთ, მოგაწვდით ბლანკს და შეავსებინეთ თქვენს მეზობლებსა თუ ახლობლებს. თითოეული ხელმოწერა მნიშვნელოვანია! უღრმესი მადლობა!“,-დაწერა სმიტმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


