პოლიტიკა
ბრალი რომ წაგვეკითხა ადამიანისთვის, რომელიც არ იყო კონტაქტური და ლოგინს იყო მიჯაჭვული, არ იქნებოდა ნორმალური - ვახტანგ გომელაური თემირლან მაჩალიკაშვილზე
„ბრალი რომ წაგვეკითხა ადამიანისთვის, რომელიც ლოგინზე იყო მიჯაჭვული და გონზე არ იყო, არ იქნებოდა ნორმალური“,- ასე უპასუხა სუს-ის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების შეკითხვას, თუ რატომ არ აქვს თემირლან მაჩალიკაშვილს სტატუსი.
გომელაურის თქმით, არაკონტაქტური ადამიანისთვის ლოგინთან ბრალის წაკითხვა ადამიანური თვალსაზრისით, არ იქნებოდა სწორი.
„მე არ ვარ არც გამომძიებელი, არც პროკურორი, თუმცა ეს, რომ გაგვეკეთებინა მაშინ, როდესაც ადამიანი არ იყო კონტაქტური, მიჯაჭვული იყო ლოგინზე და წაგვეკითხა ბრალი, ჩემი აზრით, არ იქნებოდა ნორმალური. არ შედის ჩემს კომპეტენციაში ბრალი უნდა წაეკითხათ თუ არ უნდა წაეკითხათ, უბრალოდ, ჩემს აზრს ვამბობ. ადამიანურად ცუდი იქნებოდა. მერე ამას შემოაბრუნებდნენ - ადამიანს, რომელიც გონზე არ არის, ბრალი წაუკითხესო“,- განაცხადა გომელაურმა.
რაც შეეხება კითხვას, რა მტკიცებულებებია ამ საქმეზე გარდა სუს-ის მიერ გავრცელებული ვიდეოკადრებისა, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი ფიგურურებს, გომელაურმა უპასუხა, რომ კადრების გარდა, საქმეში უამრავი მტკიცებულებაა.
„ამ თემაზე მარტო კადრები არ არის, იქ არის უამრავი მასალა, ტელეფონის ზარები, კონტაქტები, მისი აღებული ტელეფონის ნომრები და უამრავი მასალაა, რაზეც ახლა ვერ ვსაუბრობ. გამოძიება დამთავრდება და გასაჯაროვდება ალბათ. მე მინდა, რომ გასაჯაროვდეს,"- განაცხადა გომელაურმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


