სამართალი
ბრალდებულმა გიორგი ლაცაბიძემ სასამართლოს წინაშე იცრუა - პროკურორი
იბერია ტვ-ს სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის საქმის პროკურორის, ემზარ გაგნიძის განცხადებით, ბრალდებულმა გიორგი ლაცაბიძემ სასამართლოს წინაშე იცრუა.
მისი თქმით, ბრალდებულმა საქმესთან მიმართებაში, ისევე როგორც გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენაბაში, კვლავაც არაფერი არ თქვა და უპასუხოდ დატოვა ბრალდების მხარის კითხვები.
,,ბრალდებულმა ფაქტობრივად არაფერი არ ისაუბრა საქმესთან დაკავშირებით. მან ისაუბრა თავის უფლება-მოვალეობებზე, როდესაც იყო გენერალური პროკურორის მოადგილე. მან ბრალდების მხარის შეკითხვებზე - საერთოდ შეხება ჰქონდა თუ არა იბერია ტვ-ის წარმომადგენელ ლევან აღდგომელაშვილთან და თავის დაქვემდებარებაში მყოფ ბაკურ ჩიქოვანთან, განიხილავდა თუ არა სისხლის სამათლის საქმეს მათთან, ამაზე პასუხები არ გაგვცა. მან იცრუა სასამართლოს წინაშე.
აღნიშნული, ბრალდების მხარის მხრიდან მონიშნულია და შესაბამისად, დასკვნით სიტყვაში დეტალურად მიმოვიხილავთ და დავადასტურებთ, რომ ბრალდებული ცრუობს. ჩვენ მოვითხოვთ გამამტყუნებელი განაჩენის დადგომას", - განუცხადა ,,მედიანიუსს" ემზარ გაგნიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართული პროცესის შემდეგ.
მისივე თქმით, საქმეზე ბრალდებულებისთვის პროკურატურა სასამართლოს წინაშე პატიმრობის შეფარდების საკითხს დააყენებს.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინ გამართულ პროცესზე იბერია ტვ-ის საქმეზე ბრალდებული გიორგი ლაცაბიზე დაიკითხა.
ჩვენებაში მან უარყო 2004 წელს ,,ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენელ ლევან აღდგომელაშვილთან შეხვედრის ფაქტი, რომელზეც გამოძიების ინფორმაციით, გიორგი ლაცაბიძემ აღდგომელაშვილს ,,ომეგა ჯგუფის" კომპანიებში მუშაობის განახლებისა და დავალიანების რესტრუქტურიზაციის სანაცვლოდ იბერია ტვ-ს სამაუწყებლო ლიცენზიის დათმობის საკითხი დაუყენა.
გიორგი ლაცაბიძის თქმით, მას ლევან აღდგომელაშვილთან არათუ იბერია ტვ-ს საქმეზე, არამედ, არცერთ სხვა საქმეზე შეხვედრა და საუბარი არ ჰქონია.
ბრალდებულმა სასამართლოს წინაშე ასევე განაცხადა, რომ მას არასდროს მიუღია უკანონო დავალება მისი იმჟამინდელი ხელმძღვანელის, ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილისგან, მათ შორის არც ტელეკომპანია ,,იბერიასთან" მიმართებაში.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ტელეკომპანია ,,იბერიის’’ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის ჩამორთმევის საქმე 2016 წლის თებერვალში გახსნა.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და მისი პირველი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


