უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

11 ივლისი, 2017 18:00
font-size

ბრალდებული გიორგი მამალაძე სხვადასხვა შპს-ში გაფორმებული იყო შპს-ს მამაოდ - ზვიად გუბელაძე

ე.წ ციანიდის საქმის პროკურორის ზვიად გუბელაძის თქმით, პროცესზე დაიკითხა ერთ-ერთი მოწმე, რომელმაც თქვა, რომ ბრალდებული დეკანოზი სხვადასხვა შპს-ში გაფორმებული იყო, როგორც „შპს -ს მამაო“.

პროკურორის თქმით, გიორგი მამალაძე ყოველთვიურად იღებდა ხელფასს, ასევე საახლო პრემიებსაც.

„სასამართლო პროცესზე დაიკითხა ერთ-ერთი შპს-ს დირექტორი, რომელმაც განმარტა, რომ ბრალდებული გიორგი მამალაძე სხვადასხვა შპს-ში გაფორმებული იყო შპს-ს მამაოდ, ყოველთვიურად იღებდა სხვადასხვა რაოდენობის ხელფასს და მათ შორის საახალწლოდ პრემიებსაც. ნაცვლად იმისა, ბრალდებულს სასულიერო მოღვაწეობა განეხორციელებინა, ის დაკავებული იყო ანგარებით და სხვადასხვა უსაფუძვლო გამდიდრებით, მათ შორის საპატრიარქოს ქონების მეშვეობით", - განაცხადა გუბელაძემ.

ბრალდებულის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის თქმით, არ არსებობს არავითარი „შპს მამაო“.

რამიშვილის განმარტებით, ქალბატონი, რომლის სულიერი მამაა დეკანოზი, ქველმოქმედებას ეწევა და ასეთი ქველმოქმედების ფარგლებში იგი ურიცხავდა ხელფასს მამა გიორგი მამალაძეს.

„მოწმემ ბრძანა, რომ მამა გიორგი იყო მისი ოჯახის, მისი პირადი სულიერი მამა. როცა დაფუძნდა კომპანია და ამ კომპანიის თანამშრომლებთან მამა გიორგის ჰქონდა ურთიერთობა როგორც სულიერ მოძღვარს, ამ შპს-ს დირექტორმა გადაწყვიტა განეხორციელებინა ქველმოქმედება.

შემოწირულობას ხომ იღებს მოსახლეობისგან საპატრიარქო, სასულიერო პირები და ასეთივე შემოწირულობას იღებდა მამა გიორგი. ეს ქალბატონი ყოველ თვე ურიცხავდა გარკვეულ თანხას.

ქალაბატონმა ირმამ არაერთხელ დაადასტურა, რომ მანამდეც არაერთი სასულიერო პირისთვის გაუწევია ასეთი ქველმოქმედება. არ არსებობს ასეთი ოფიციალური სტატუსი - შპს-ს მამაო. ეს არის ხელფასი, რომელსაც ქველმოქმედების სახით აძლევდნენ მამა გიორგის. შპს-ს მამაო, არ არის ასეთი სტატუსი, და ეს არის ხელფასი, რომელსაც ვთქვათ ქველმოქმედების სახით აძლევდა მამა გიორგის , როგორც მის სულიერ მოძღვარს“,-განმარტა ადვოკატმა.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი