პოლიტიკა
ბოზი ქალებივით წიკვინებთ - თბილისის გენგეგმის განხილვა ხმაურის ფონზე წარიმართა
სასტუმრო "ბილტმორში" დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საჯარო განხილვა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე წარიმართა.
შეხვედრაზე , რომელსაც დარგის სპეციალისტებთან და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად, "სითი ინსტიტუტი საქართველოს" წარმომადგენლებიც ესწრებიან, ოპოზიციისა და მერიის წარმომადგენელთა შორის დაპირისპირებას მოხდა.
ხმაური ,,ევროპული საქართველოს“ წევრის, ელენე ხოშტარიას გამოსვლას მოჰყვა.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ ხოშტარიას საუბარი შეაწყვეტინა და მოუწოდა პროფესიონალებისთვის მიეცა დრო. თავის მხრივ, ელენე ხოშტარია, საუბრის დასრულებას ითხოვდა.
კალაძის თქმით, არ მისცემდა ხოშტარის უფლებას, ამ საუბრით პოპულისტური აზრები გაევრცელებინა. ხოშტარია მოითხოვდა მერს საუბრისას ხელი არ შეეშალა. კამათში ჩაერთო ,,ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე და ,,ქართული ოცნების“ საკრებულოს დეპუტატი ვახტანგ შაქარიშვილი.
შაქარიშვილის განცხადებით, ოპოზიციის საკმარისი დრო ჰქონდათ იმისთვის, რომ ესაუბრა და ეს დრო არ გამოიყენა. ამის პასუხად გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ შაქარიშვილი მათ საუბარს არ უსმენდა. ამის შემდეგ, შაქარაშვილმა ოპოზიციის წევრები შეურაცხმყოფელად მოიხსენია.
ამ უკანასკნელმა ელენე ხოშტარიას და გიორგი ვაშაძეს ასე მიმართა,”ბოზი ქალებივით წიკვინებთ.”
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


