პოლიტიკა
ბორჯომის მუნიციპალიტეტში განვითარებული მოვლენები არის სახიფათო - დავით უსუფაშვილი
„შენების მოძრაობის“ ლიდერის დავით უსუფაშვილის შეფასებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში დატრიალებული მოვლენები სახიფათოა და თვითმმართველობის იდეას აზარალებს. მან მოუწოდა ხელისუფლებასა და პოლიტიკურ ლიდერებს, შეისწავლონ მუნიციპალიტეტში მომხდარი დაძაბულობა.
„ბორჯომის მუნიციპალიტეტში განვითარებული მოვლენები არის სახიფათო. ასეთი პოლიტიკური პრობლემები სპეცრაზმითა და პოლიციის მეშვეობით არ გვარდება. ხელისუფლებამ და პოლიტიკურმა ლიდერებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს თვითმმართველობის იდეა არ დავაგმობინოთ და თუ ასე გაგრძელდა საქმე, მოქალაქეები იტყვიან, რომ აღარ გვინდა არჩეული მერი და არჩეული საკრებულო და ჯობია, რაიკომის მდივანი დავნიშნოთ. ჩვენ მივმართავთ ყველას, რომ თითოეული საკითხი სერიოზული მსჯელობის საგანი იყოს. სამწუხაროა, რომ ერთპარტიული, მონოლითური მმართველობის მენტალიტეტს ვერ დააღწია თავი ვერცერთმა ხელისუფლებამ დღემდე. ახლა რას უნდა ველოდოთ თიანეთსა და ოზურგეთში? იმპიჩნენტებს? იქ, სადაც მერები შესაძლოა, არ მოსწონს უმრავლესობას? თუ უნდა, გადავდგათ ნაბიჯები მართლა თანამშრომლობისკენ“, - უთხრა უსუფაშვილმა ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, 28 თებერვალს ბორჯომის საკრებულოში რამდენჯერმე მოხდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. უნდა განხილულიყო ბორჯომის მერიის თანამშრომლების ხელფასების მატების საკითხი. თავდაპირველად საკითხი ჩავარდა, რადგან 26 დეპუტატიდან მას მხარი დაუჭირა მხოლოდ 11-მა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ხოლო 15-მა ოპოზიციონერმა საკრებულოს წევრმა არა. სწორედ ამან გამოიწვია დაპირისპირება, თუმცა საბოლოოდ ხელფასების საკითხი დამტკიცდა.
გუშინ კი მთელი დღის განმავლობაში ბორჯომის საკრებულოსთან მობილიზებული იყო პოლიცია, რომელმაც შენობაში არ შეუშვა საკრებულოს თავმჯდომარე და ოპოზიციონერი დეპუტატები.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


