პოლიტიკა
ბორჯომის მოვლენების გამო ოპოზიციონერმა დეპუტატებმა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა დატოვეს
„ევროპული საქართველოსა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა დატოვეს, სადაც ითხოვდნენ ბორჯომში დატრიალებულ მოვლენებზე მსჯელობას.
წასვლას წინ უძღოდა ნიკა მელიასა და კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება. გაბუნიას შეფასებით, მელიასა და სერგო რატიანის ჩასვლამ ბორჯომში მოვლენების ესკალაცია გამოიწვია. ამ განცხადების საპასუხოდ მელიამ გაბუნიას უნამუსო უწოდა.
სხდომაზე ენმ ასევე ითხოვდა, რომ კომიტეტს თავისი პოზიცია დაეფიქსირებინა. ამაზე ზაზა გაბუნიამ განაცხადა, რომ ბორჯიმის საკითხზე სამსჯელოდ მზადაა სხდომის შემდეგ, კონსულტაციების ფორმატში.
ოპოზიციის ნაწილი კონსულტაციებისთვის მზადაა.
პარალელურად ბორჯომის საკრებულოს შენობასთან დილიდან სამართალდამცველები არიან მობილიზებული. შიგნით არ შეუშვეს საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე და საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები.
გუშინ ბორჯომის საკრებულოში რამდენჯერმე მოხდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. უნდა განხილულიყო ბორჯომის მერიის თანამშრომლების ხელფასების მატების საკითხი. თავდაპირველად საკითხი ჩავარდა, რადგან 26 დეპუტატიდან მას მხარი დაუჭირა მხოლოდ 11-მა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ხოლო 15-მა ოპოზიციონერმა საკრებულოს წევრმა არა. სწორედ ამან გამოიწვია დაპირისპირება, თუმცა საბოლოოდ ხელფასების საკითხი დამტკიცდა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


