პოლიტიკა
ბოლო წლების განმავლობაში თვისობრივად ამაღლდა ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი - ირაკლი კობახიძე
მას შემდეგ რაც სასამართლო გათავისუფლდა იუსიტიციის სამინისტროსა და პროკურატურის დიქტატისგან, გაიზარდა იურუდიული სამსახურის ეფექტიანობა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დამოუკიდებელი იურიდიული დახმარების შესახებ რეგიონალური კონფერენციის გახსნისას.
საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი ამბობს, რომ ის ამაყია, რადგან ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესია.
“სამართლებრივი სახელმწიფოს უმთავრესი პრიორიტეტი ადამიანის უფლებების დაცვაა. ბოლო წლების განმავლობაში თვისობრივად ამაღლდა ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი. ამაში იურიდიული სამსახური უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს”,- ამბობს კობახიძე.
მისი თქმით, იურიდიული დახმარების სამსახური ათი წელია არსებობს და ამ პერიოდის განმავლობაში საკმაოდ რთული პერიოდის გავლა მოუწია.
"ეს სამსახური არის დამოუკიდებელი, თუმცა აკავშირებს ანგარიშვალდებულება პარლამენტთან. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულია პარლამენტის პასუხისმგებლობა ამ სამსახურის მიმართ. იურიდიულ სამსახურს ექნება პარლამენტის სრული მხარდაჭერა. მოხდება ამ სამსახურის რესურსების მუდმივი განვითარება და იურიდიული სამსახური კვლავაც იქნება ადამიანის უფლებების დაცვის სამსახურში",-განაცხადა კობახიძემ.
დამოუკიდებელი იურიდიული დახმარების მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ რეგიონული კონფერენცია 28-29 სექტემბერს იმართება.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


