უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

4 ოქტომბერი, 2018 16:45
font-size

ბოლო ორი წელია, უწყვეტ რეჟიმში, სკანდალიდან სკანდალამდე ვცხოვრობთ თავდაცვის სამინისტროსთან მიმართებით - თინათინ ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი გამოეხმაურა უწყებაში მომხდარ ბოლო სკანდალს, რომელიც ეხება ტყვია-წამლის უკანონო ვაჭრობას.

ხიდაშელის შეფასებით, უწყება სკანდალიდან სკანდალამდე ცხოვრობს, რის გამოც უნდა დადგეს მოქმედი მინისტრის, ლევან იზორიას პასუხისმგებლობის საკითხი. ხიდაშელის აზრით, უწყებაში ან საერთოდ მოშლილია კონტროლის სისტემა, ან მიშვებულია.

„ეს ძალიან მძიმე შემთხვევა, ალბათ, ყველა იმ დღემდე უკვე ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყებაში ძალიან ბევრი სკანდალი და უხერხული მოვლენა მოხდა. იმის გამო, რომ ბოლო ორი წელია, უწყვეტ რეჟიმში სკანდალიდან სკანდალამდე ვცხოვრობთ თავდაცვის სამინისტროსთან მიმართებაში, აუცილებლად უნდა დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი. არ შეიძლება, ყოველ ორ კვირაში ერთხელ მორიგი სერიალის გმირი იყოს თავდაცვის მინისტრი იმიტომ, რომ ეს ძალიან მძიმედ აისახება შემდეგ მრავალ ათას ადამიანზე, რომელიც იქ არის დასაქმებული. რასაც ვაკვირდებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ნათლად აჩვენებს, რომ თავდაცვის სამინისტროში, უკაცრავად ჟარგონისთვის, მაგრამ „ყველაფერი მოსულა.“ ან საერთოდ მოშლილია კონტროლის სისტემა, ან მიშვებულია.

ლევან იზორიას თავდაცვის სამინისტროში მისვლა იყო ძალიან ცუდი მესიჯი, ცუდი გზავნილი უწყებისთვის, რომ შესაძლებელი იყო, ყველაფერი სხვაგვარად წარმართულიყო. მთელი ეს სკანდალები, სისხლის სამართლის დანაშაულები, რომელიც ამის შემდეგ ხდება, ფულის გაფლანგვა, დასკვნები, რომელსაც აუდიტის სამსახური დებს, არაფერი ჩემთვის არ არის გასაკვირი. ამაზე მისი დანიშვნის პირველ დღესვე ვსაუბრობდი“, -უთხრა ხიდაშელმა რუსთავი 2-ს.

საქართველოს შეირაღებული ძალებიდან ტყვია-წამლის უკანონოდ ვაჭრობის საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა ოთხი პირის მიმართ არის დაწყებული. მათგან სამი სამხედრო მოსამსახურეა, ერთი კი - სოლომონ ბლუაშვილი, სამოქალაქო პირი.

სავარაუდოდ, სამხედროებს ტყვია-წამალი ბლუაშვილთან მიჰქონდათ. მისი ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი მხოლოდ საბრძოლო ვაზნების უკანონოდ შეძენა-შენახვაში აქვს წარდგენილი და სოლომონ ბლუაშვილს რეალიზაციის ფაქტთან შეხება არ აქვს.

„კურიერის“ ინფორმაციით, იარაღით უკანონოდ ვაჭრობა თავდაცვის სამინისტროში ერთი წლის განმავლობაში ხდებოდა, თუმცა შიდა კონტროლის სამსახურმა ფაქტი ვერ გამოავლინა.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი