უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

3 აპრილი, 2018 12:50
font-size

ბოლო ორი კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 13 პირი დააკავა

ბოლო ორი კვირის განმავლობაში გახსნილი ნარკოდანაშაულების და ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოღებული ნარკოტიკების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგი გამართა.

როგორც ჭელიძემ განაცხადა, საქართველო აქტიურად ჩართულია ტრანსსასაზღვრო ნარკოდანაშაულთან ბრძოლაში.

მისივე თქმით, ამ მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს ინტერპოლთან, ევროპოლთან, ჩართულია ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლის სხვა საერთაშორისო ფორმატებში.

,,ასევე, საქართველოს მჭიდრო ორმხრივი კავშირები აქვს პარტნიორ ქვეყნებთან ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საკითხებში. სწორედ აღნიშნული თანამშრომლობის შედეგად მოხდა იმ ორგანიზებული ჯგუფის გამოვლენა და დაკავება, რომელიც საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შემოტანას ახორციელებდა. დანაშაულებრივ ჯგუფში მონაწილე გიორგი გიორგანაშვილს ახალი ბრალი წარედგინა, ჯაბა ხულორდავა მსჯავრდებულია.

დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორს, წარსულში მსჯავრდებულ ირაკლი ქორიძეს წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა. ამ საქმეზე გამოძიება გრძელდება, რათა მოხდეს შესაძლო უფრო მსხვილი საერთაშორისო დანაშაულებრივი სქემის გამოვლენა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გერმანიის მოქალაქე, 1977 წელს დაბადებული ლ.ა. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის დროებით საცხოვრებელ ბინაში არსებული სეიფიდან, 2644 აბი „ექსტაზი“, 323 აბი „სუბუტექსი“, 400 გრამი კოკაინი, დაახლოებით, 1 კილოგრამი „მდმა“ და 200 გრამი ამფეტამინის ჯგუფის ნარკოტიკი ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით.

რამდენიმე დღის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ყაზახეთის მოქალაქე, 1974 წელს დაბადებული რ.ს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ბრაზილიიდან დუბაის გავლით, საქართველოში ჩამოფრინდა. პოლიციამ, დაკავებულის ხელბარგის ჩხრეკისას, 676,1448 გრამი კოკაინის შემცველი 1 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, აჭარაში, კახეთში, გურიაში, შიდა ქართლსა და სამეგრელოში ნარკოდანაშაულისთვის 13 პირი დავაკავეთ. დაკავებულთაგან - 5 ნარკორეალიზატორია.

სულ ამოღებულია: 2750 აბი „ექსტაზი“, დაახლოებით, 1 კილოგრამი „მდმა“, 1 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება კოკაინი, 530 აბი „სუბუტექსი“, 100 აბი „სუბოქსინი“, 200 გრამი ამფეტამინის ჯგუფის ნარკოტიკი, 13,6827 გრამი ჰეროინი, მეტადონის მარილის 94 აბი, 10 აბი „მეტადონი“, 5,1432 გრამი მეტამფეტამინის ფხვნილი, 3,5765 გრამი კოდეინის მარილი, 2,9731 გრამი მორფინის მარილი, 1,1514 გრამი „თებაინი“, 1 შეკვრად დაფასოებული ე.წ. „სირეცი“ და სხვა ნარკოტიკი“, - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი