პოლიტიკა
ბოლო ხუთ დღეში სალომე ზურაბიშვილს სოლიდური თანხა შესწირეს ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა და რამდენიმე ბიზნესმენმა - აუდიტის სამსახური
„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ, ბოლო 5 დღეში შემოწირულება კიდევ რამდენიმე ათეულმა ფიზიკურმა პირმა განახორციელა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დეკლარაციის თანახმად, შემომწირველებს შორის არის ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, ასევე კომპანია „სარაჯიშვილის“ აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ ბუბუტეიშვილი, კომპანია „კახელების“ 100%-იანი წილის მფლობელი, ჭიჭიკო გოლეთიანი და „ჯორჯიან მობაილ იმპორტის“ მეწილე ბონდო გოლეთიანი.
ირაკლი ხახუბიამ ზურაბიშვილს 60 000 ლარი გადაურიცხა, ზურაბ ბუბუტეიშვილმა - 50 000 ლარი, ჭიჭიკო გოლეთიანმა - 35 000 ლარი, ბონდო გოლეთიანმა კი - 25 000 ლარი.
10 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით სალომე ზურაბიშვილს მსხვილი თანხები შესწირეს ასევე გოჩა კურდღელიამ - 40 000 ლარი, არტურ არაბიანმა - 25 000 ლარი, პაატა კოკაიამ - 55 000 ლარი, მერაბ ქუჩუკაშვილმა - 15 000 ლარი, თამარ გელოვანმა - 25 000 ლარი, გია ადამიამ - 15 000 ლარი, ლექსო გოლეთიანმა - 7 994 ლარი, შალვა ერისთავმა - 60 000 ლარი, ზაზა ჩარკვიანმა - 20 000 ლარი, დავით დუგლაძემ - 10 000 ლარი, რომან აბრამიშვილმა - 60 000 ლარი, გიორგი აბრამიშვილმა - 60 000 ლარი, გიორგი ნატროშვილმა - 24 000 ლარი, ზურაბ სვანიძემ - 5 000 ლარი, გიორგი ჩაკვეტაძემ - 45 000 ლარი, გიორგი მახათაძემ - 55 000 ლარი, გიორგი მარტინენკომ - 25 000 ლარი, ბესიკ ჯობავამ - 25 000 ლარი, გიორგი ჩიტაშვილმა - 5 000 ლარი, დავით მუკბანიანმა - 10 000 ლარი, გიორგი ტატუაშვილმა- 7 000 ლარი, ზაზა ცისკარიძემ - 15 000 ლარი, ნათია ხვისტანმა - 50 000 ლარი, თამარ გამგონეიშვილმა - 5 000 ლარი, ლევან იორაშვილმა - 7 000 ლარი.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


