უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

28 ნოემბერი, 2025 12:15
font-size

ბოლო ერთი წლის მანძილზე დავანახეთ მსოფლიოს, რომ თითის დაქნევით ქართულ სახელმწიფოს არ უნდა ელაპარაკოს - კახა კალაძე

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანა კიდევ უფრო გაძლიერდა, მეტად სუვერენული და დამოუკიდებელი გავხდით, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიის კითხვას, როგორ შეაფასებდა საქართველოში ბოლო ერთ წელს მიმდინარე აქციების ჭრილში.

კახა კალაძის განმარტებით, საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხი მთავრობაზე და ქვეყანაზე ზეწოლისთვის გამოიყენება.

„მოვისმინეთ, ოფიციალური განცხადება, რომ ევროპასთან მოლაპარაკებების თემა მანამდე იყო შეჩერებული, ვიდრე ირაკლი კობახიძე გააკეთებდა ამასთან დაკავშირებით განცხადებას, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. უშუალოდ პრემიერმა, პარლამენტარებმა, მეც ბევრჯერ ვთქვით, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა, დაიწყოს მოლაპარაკებები, მაგრამ ამის ინტერესი არ აქვთ, რადგან პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს. ისინი ცდილობენ, რომ ევროინტეგრაციის გზა გამოიყენონ მთავრობაზე, ქვეყანაზე ზეწოლისთვის. ამის მთავარი მიზეზებია, რომ არ დავემორჩილეთ მათ ბრძანებებს – არ გავხსენით მეორე ფრონტი, არ შევუერთდით სანქციებს. ეს გახდა მთავარი მამოძრავებელი იმ სპეკულაციებისა და სიბინძურისა, რასაც ბოლო თვეების განმავლობაში ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატისგან ვისმენთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, მთავარი არის ქართველი ხალხი, რომლის ინტერესებიდან გამომდინარეც მოქმედებს საქართველოს ხელისუფლება.

„ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანა კიდევ უფრო გაძლიერდა, მეტად სუვერენული გავხდით, დავანახეთ მსოფლიოს, რომ თითის დაქნევით ქართულ სახელმწიფოს არ უნდა ელაპარაკოს. დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა სისხლით მოიპოვეს და არავის მივცემთ უფლებას, რომ ეს ყველაფერი ფეხქვეშ გათელოს. შეიძლება, რომ არა ჩვენი პრინციპული პოზიცია და პოლიტიკა, ჩვენც იმ უბედურებაში აღმოვჩენილიყავით, რაშიც 2008 წელს აღმოვჩნდით. პირველ რიგში, სამშობლოა. სამშობლოს მნიშვნელობა უნდა გაითავისოთ. ჩვენ იმიტომ აგვირჩია ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ, ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ინტერესები რომ დავიცვათ, შევინარჩუნოთ მშვიდობა, რაც მნიშვნელოვანია ისე, როგორც არასდროს. მშვიდობას მოაქვს განვითარება და წინსვლა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი