უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

28 დეკემბერი, 2018 15:30
font-size

ბოლო ათი დღის განმავლობაში დამწვრობის ცენტრში პიროტექნიკით დაშავებული 25 პაციენტი შემოვიდა

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, ბოლო 10 დღის განმავლობაში ცენტრს პიროტექნიკით დაშავებულმა 25 პაციენტმა მიმართა.

მისივე თქმით, დაზიანებები მსუბუქი იყო და პაციენტები კლინიკიდან მალევე გაწერეს.

ქაშიბაძემ მოსახლეობა გააფრთხილა, მოერიდონ პიროტექნიკის არასწორ გამოყენებას.

„ბოლო ათი დღის განმავლობაში დამწვრობის ცენტრში შემოვიდა 25 პაციენტი. საბედნიეროდ, არცერთი მათგანი მძიმე არ იყო და მიეცათ დანიშნულებები. დაშავებულებს შორის 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებიც იყვნენ, ასევე მოზრდილები, რომელთა უმრავლესობას მარჯვენა მტევანი ჰქონდა დამწვარი. მინდა, მოსახლეობა კიდევ ერთხელ გავაფრთხილო, მოერიდონ პიროტექნიკის არასწორ გამოყენებას. ასევე, მივმართავ მშობლებს, სჯობს, 20 წუთი დახარჯონ ბავშვებთან სასაუბროდ და აუხსნან, რომ ყველაზე იაფფასიანი პიროტექნიკაც კი გარკვეულ მუხტს შეიცავს და მისი არასწორი მოხმარება სერიოზულ დაზიანებებს იწვევს“, – განაცხადა ქაშიბაძემ.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი