პოლიტიკა
ბოჭორიშვილმა სამინისტრო სამარცხვინო კანტორად აქცია, რომელიც ხან ერთ დიპლომატს „ებლატავება“ და ხან მეორეს - გრიგოლ გეგელია
გაერთიანებული სამეფოს ელჩის დაბარება არის კომიკური ცირკის გაგრძელება, რასაც ჰქვია ბოჭორიშვილის საგარეო საქმეთა სამინისტრო, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
„ნაცვლად იმისა, რომ ამ საგარეო საქმეთა სამინისტროს რომელიმე საგარეო პოლიტიკური მიზანი და ამოცანა აღესრულებინა, ინვესტიციები შემოეტანა, ევროკავშირთან ადეკვატური ურთიერთობები ეწარმოებინა და საქართველოს კონსტიტუციით მასზე დაკისრებული ფუნქციები შეესრულებინა, ბოჭორიშვილმა ეს სამინისტრო სამარცხვინო კანტორად აქცია, რომელიც ხან ერთ დიპლომატს „ებლატავება“ და ხან მეორეს. არცერთი სხვა სიკეთე ამ ე.წ. სამინისტროს არ გამოუღია. კომიკურია მათზე საუბარი, ისინი არღვევენ საქართველოს საგარეო პოლიტიკურ მიზნებს და ამოცანებს. ბოჭორიშვილი არის ყველა დროის ყველაზე დაბალი დონის საგარეო საქმეთა მინისტრი, რაც ამ ქვეყანას ჰყოლია და ვხედავთ, რომ ის მიზანმიმართულად და სისტემატურად უთხრის ძირს ყველა იმ საფუძველს, რაზეც ოდესმე მდგარა ქართული საგარეო პოლიტიკა“, – განაცხადა გეგელიამ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


