საზოგადოება
ბოჭორიშვილის კლინიკაში არც ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად არ ფასდება
ბოჭორიშვილის კლინიკაში 55 პაციენტი იმყოფება. აქედან 19-ს დადასტურებული აქვს კოვიდინფექცია. კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის 7 პაციენტი მოზარდია, - ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, არც ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად არ ფასდება.
„გვყავს ოთხი საყურადღებო პაციენტი და ველოდებით, ერთის გამოჯანმრთელებას. ერთი უარყოფითი პასუხი უკვე მიღებული გვაქვს. ეს პაციენტი 18 წლამდე ასაკისაა“ - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.
მისი თქმით, ამასთან, კლინიკას ახალი პაციენტიც დაემატა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
„დამატებულია ერთი პაციენტი, არა ჩვენთან გამოვლენილი. ის ასაკობრივად რისკფაქტორში არ შედის, დაავადებას ჯერ საშუალო სიმძიმის მიმდინარეობა აქვს“, – განაცხადა კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.
საქართველოში კორონავირუსი 266 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 67 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


