პოლიტიკა
ბიზნესომბუდსმენი მზადაა უშუამდგომლოს „ომეგა ჯგუფს“ დავალიანების დაფარვაში
ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა, რომ მეტი სიცხადეა საჭიროა, შესაბამისად, მედიაში გავრცელებული აუდიოჩანაწერების ავთენტურობა უნდა დადგინდეს.
მისივე თქმით, კომპანია „ომეგას“ სახელმწიფოს მიმართ გარკვეული ვალდებულებები აქვს.
ლექვინაძის თქმით, ბიზნესომბუდსმენის აპარატი მზადაა, უშუამდგომლოს „ომეგა ჯგუფს“ დავალიანების დაფარვაში.
„მნიშვნელოვანია, გაირკვეს რამდენად ავთენტურია ეს ჩანაწერები, მეორე მხარის განცხადებით, ეს იყო საქმიანი ბიზნესშეხვედრა და ალბათ, უფრო მეტი სიცხადეა საჭირო, როცა ამ ტიპის ჩანაწერები ვრცელდება. ზოგადად, როცა საუბარი მიდის საქმიან ბიზნესმოლაპარაკებებზე, ცოტა არაეთიკურია, როცა ამგვარი შეხვედრის ჩაწერა ხდება და შემდეგ მისი გასაჯაროება, რადგან ასეთი ტიპის მოლაპარაკებებში ბევრი დელიკატური და სენსიტიური საკითხია, სადაც ცალკეული პიროვნებები, რეალურად ან არარეალურად იქნენ დასახელებულები.
ზოგადად კი, „ომეგა ჯგუფის“ დაკავშირება ტელეკომპანია „იბერიასთან“ და ტელევიზიის გამოყენება იმ კუთხით, რომ კომპანია „ომეგას“ გააჩნია გარკვეული ვალდებულებები სახელმწიფოს მიმართ, რომელიც მის მიერვე არის დეკლარირებული, ეს ასე არ უნდა ხდებოდეს, ნებისმიერი საგადასახადო ვალდებულება უნდა იყოს შესრულებული. ჩვენ გვქონდა ამ საკითხზე კონსულტაცია კომპანია „ომეგასთან“ და მზად ვართ, რომ ვიშუამდგომლოთ ამ დავალიანების დროში ოპტიმალურად გაწერის ნაწილში, ამის შესახებ რეკომენდაციაც გვაქვს გაცემული, მაგრამ ის რაც ხდება კომპანიის მხრიდან ტელევიზიის გამოყენება საკუთარი მიზნებისთვის, ვფიქრობ, ეს არის არაკორექტული“, -განაცხადა ლექვინაძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


