უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

29 მარტი, 2017 17:20
font-size

ბიზნესმენი რამაზ ახვლედიანი პროკურატურას მისი ქონების ჩამორთმევის საქმის გამოძიების გაჭიანურებაში ადანაშაულებს

ბიზნესმენი, რამაზ ახვლედიანი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ლისის ტბა დაათმობინეს და ქონებრივი უფლების აღდგენას ამჟამად საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილ დანაშაულთა დეპარტამენტში შეტანილი საჩივრით ცდილობს.

საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებთან რამაზ ახვლედიანისა და მისი უფლებამდამცველების შეხვედრა დღეს ,,ახალგაზრდა ადვოკატების’’ ორგანიზებით სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერიაში’’ გაიმართა.

სამართლიანობის აღდგენის პროცესის შესახებ მედია-ფორუმს ,,ახალგაზარდა ადვოკატების’’ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი უძღვებოდა.

მისი თქმით, რამაზ ახვლედიანი არის ქონებაჩამორთმეული ბიზნესმენი, რომელმაც 2006 წლის ნოემბერში, ერთ ღამეში დაკარგა ქონება, მაშინ, როდესაც მისი ბიზნეს-პარტნიორი მამუკა ხაზარაძე იყო. სწორედ ამ უკანასკნელის ხელში აღმოჩნდა მოგვიანებით ლისის ტბა.

,,ახალგაზარდა ადვოკატების’’ ხელმძღვანელის განცხადებით, ახვლედიანი დაიბარეს მაშინდელ ფინანსურ პოლიციაში და ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმობა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მისი და მისი ახლობლების დაპატიმრებით დაემუქრნენ.

კაიკაციშვილის თქმით, ახვლედიანი იძულებული გახდა, თბილისის მერიისა და მაშინდელი მთავრობის სახელზე დაეწერა განცხადება და ეღიარებინა, რომ 1999 წლის საიჯარო ხელშეკრულებით, ასევე 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და მოეთხოვა საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება, რომლის მიხედვითაც მას გადაეცა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია და რომელიც ბიზნესმენს უკვე გამოსყიდული ჰქონდა. განცხადებიდან რამდენიმე დღეში პრეზიდენტმა სააკაშვილმა გამოსცა ახალი განკარგულება და 1999 წელს რამაზ ახვლედიანის მიერ შეძენილი და 2006 წელს პრეზიდენტის განკარგულებითვე გადაცემული ქონება ჩამოართვა.

,,ახალგაზრდა ადვოკატების’’ განცხადებით, ბევრ კითხვას ბადებს ის, რომ ახვლედიანისთვის ქონების ჩამორთმევის შემდეგ მისი ბიზნეს-პარტნიორის, მამუკა ხაზარაძის საკუთრებაში არსებულ კომპანიებს სახელმწიფომ პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადასცა ლისის ტბის ტერიტორიაზე არსებული ქონება და მიწის ნაკვეთები, რომლის ნაწილიც წარმოადგენდა რამაზ ახვლედიანის საკუთრებას.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, რამაზ ახვლედიანის მხარეს გასაჩივრებული აქვს პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის 2006 წლის 10 ნოემბრის #713 განკარგულება ბიზნესმენისთვის ლისის ტბის ჩამორთმევის შესახებ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დიანა ფარქოსაძის 2016 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა. ამჟამად საქმეს განიხილავს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლე გიორგი ტყავაძე.

ამასთან, როგორც რამაზ ახვდედიანის ინტერესების დამცველმა, მზია ანსიანმა საქმის მიმდინარეობაზე საუბრისას აღნიშნა, 2012 წელს მას შემდეგ რაც პროკურატურაში შეიქმნა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილ დანაშაულთა დეპარტამენტი, მათ მიმართეს უწყებას საჩივრით და მოითხოვეს რაზამ ახვლედიანის დაზარალებულად ცნობა და სამოქალაქო მოსარჩელედ აღიარება.

ადვოკატის ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებამ დაიწყო გამოძიება 333-ე მუხლით (მოხელის მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე), გამოიკითხა რამაზ ახვლედიანი და ბიზნესმენის ინტერესების დამცველების მხრიდან წარდგენილი რამდენიმე მოწმე.

მზია ანსიანის განცხადებით, გამოძიება არის არაეფექტიანი, რადგან ,,რამდენიმე მოწმის დაკითხვის გარდა არაფერი გაკეთებულა.’’ ადვოკატი ფიქრობს, რომ საქმე ჭიანურდება.

,,პასუხი აქვთ, ვიძიებთ და რიგი მტკიცებულებია გამოსათხოვიო. ბატონი რამაზი არც დაზარალებულად არ არის ცნობილი და ამაზე პასუხობენ, რომ მაგ ეტაპამდე არ მისულა გამოძიებაო’’, - აღნიშნა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ადვოკატმა.

მისივე თქმით, არ დაკითხულან რამაზ ახვლედიანი მიერ დასახალებული პირები, მათ შორის არც არც ფინანსური პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნები, რომელთა მხრიდანაც მოხდა ბიზნესმენის დაშინება და მუქარა. გამოძიება ჯერჯერობით არ დაინტერესებულა არც მამუკა ხაზარაძის ჩვენებით, რომლის დაკითხვის მოთხოვნა პროკურატურისადმი გაგზავნილი აქვთ ,,ახალგაზრდა ადვოკატებსაც.’’

საქმის გაჭიანურებაზე საუბრობს თავად რამაზ ახვლედიანიც. მედიასთან შეხვედრისას მან აღნიშნა, რომ სინამდვილეში საიჯარო ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება შესრულებული ჰქონდა და მის მიერ ქონების დათმობა იძულებით მოხდა.

,,მე ამას გამოძიებას ვერ დავარქმევ, რადგან ჩემი და ჩემი რამდენიმე ახლობლის გარდა არავინ დაკითხულა. ჩვენი მოთხოვნაა, რომ მეორე მხარეც დაიკითხოს. გაუგებარია, რატომ მოხდა ჩემთვის ქონების ჩამორთმევა. მიჩდება ეჭვი, რომ ზედმეტი ვიყავი და ვიღაცის ინტერესი იყო. ვინც არ უნდა ყოფილიყო დაინტერესებული, ეს იქნებოდა ან პრეზიდენტი ან მასთან დაახლოებული პირი. ფაქტი ისაა, რომ აღმოვჩნდი თამაშგარე მდგომარეობაში’’, - განაცხადა რამაზ ახვლედიანმა.

ნინო ექვთიმიშვილი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი