უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

24 ივლისი, 2017 12:50
font-size

ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე კვლავ არაა დაზარალებულად ცნობილი და დღესაც ბრძოლა თავისი უფლებების დასაცავად - ზაზა ხატიაშვილი

,,ადვოკატთა ასოციაციის’’ თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძის დევნის და ელიტ ელექტრონიქსის წართმევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც მედიანიუსი უცვლელად გთავაზობთ:

,,მინდა, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, გამოვეხმაურო ბიზინესმენ ანზორ ქოქოლაძის განცხადებას ელიტ ელექტრონიქსის უკანონო წართმევასთან დაკავშირებით, რომელმაც გამახსენა არც თუ შორეული წარსული, თუ როგორ ნახულობდა ბიზნესმენი კეთილ სიზმარს და მთელ ქონებას როგორ ჩუქნიდა სახელმწიფოს, ერთი და იგივე პროკურორის და ერთი და იგივე ნოტარიუსის მონაწილეობით. მურუსიძეების და ჩინჩალაძეების სასამართლო როგორ აკანონებდა უკანონობას და ბეჭედს არტყამდა ნებისმიერ საბრალდებო დასკვნას.

ჩვენ, ყველა ერთად, ვიბრძოდით, რომ დაგვესრულებინა სააკაშვილის რეჟიმი. თუმცა, თითოეული ჩვენგანის მოტივი არ იყო ის, რომ სააკაშვილს ან მის „დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს“ ვერ ვიტანდით. არამედ, ჩვენი ბრძოლის მიზანი იყო ერთხელ და სამუდამოდ აღგვედგინა და დაგვემკვიდრებინა სამართლიანობა, ერთხელ და სამუდამოდ კანონი გამხდარიყო უზენაესი.

სამწუხაროდ, დღეს ვხედავთ სრულიად საპირისპირო მოვლენებს. ის პირები, ვინც აქტიურად მონაწილეობდნენ სააკაშვილის მხრიდან ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებრივ საქმეებში ჯერაც არ დასჯილან და უფრო მეტიც, ახალი ხელისუფლების გარშემო შემოიკრიბნენ ან დაწინაურდნენ. სამართლიანობის აღდგენა კი როგორც ჩანს, საერთოდ მოიხსნა პრიორიტეტებიდან. ადამიანები, რომლებიც აქტიურად იბრძოდნენ დანაშაულებრივი რეჟიმის წინააღმდეგ და გახდნენ რეპრესიების მსხვერპლნი, ჯერ კიდევ არ მომხდარა მათი რეაბილიტაცია და დაზარალებულად ცნობა. ივანიშვილის ფეოდალურმა რეჟიმმა გაათეთრა სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩადენილი თითქმის ყველა სავარაუდო დანაშაული, დააკანონა მურუსიძეების სამართალი.

ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვილის შემდეგ, 25 000 მოქალაქემ მიმართა პროკურატურას სამართლიანოების აღდგენის და იმ პროკურორების დასჯის მოთხოვნით, რომლებიც ატერორებდნენ სამოქალაქო საზოგადოებას. ივანიშვილის რეჟიმმა ჩაიდინა საოცარი სიბინძურე და მოქალაქეთა საჩივარი დააწერა იმ პროკურორებს, რომლებსაც საცოდავი მოქალაქე უჩიოდა. პროკურატურაში მისული მოქალაქეები გაოგნებული იყვნენ იმ პროკურორების ხილვით ვინც მათ ატერორებდა. ივანიშვილის ფეოდალური ხელისუფლება ნაცვლად საქმეების გამოძიებისა გაურიგდა სააკაშვილის რეჯიმს. ივანიშვილის ფეოდალურმა რეჟიმა არც ეს იკმარა და ქვყანაში გააჩინა ათასობით დაზარალებული მოქალაქე, საეჭვოდ გადაიწვა „ბავშვთა სამყარო“ და 11 ბაზრობა, არ ტარდება არცერთ საქმეზე ეფექტური გამოძიება, მიდის მოქალაქეთა ტერორი როგორც ეს იყო სააკაშვლის რეჟიმის დროს.

ზაზა ხატიაშვილი გაოგნებული ვარ იმ მოვლენებით, რომელიც განვითარდა „ელიტ ელექტრონიქსის“ დამფუძნებლის ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძის მიმართ. ის იყო თითქმის ერთადერთი ბიზნესმენი, რომელიც საჯაროდ ამხელდა სააკაშვილის რეჟიმს და რომელსაც მთელი სააკაშვილის დანაშაულებრივი გუნდი დაუპირისპირდა, დღეს ეს ბიზნესმენი კვლავ არაა დაზარალებულად ცნობილი და დღესაც უწევს განცხადებების გაკეთება და ბრძოლა თავისი უფლებების დასაცავად.

რადგან, აშკარად გამოკვეთილია გარკვეული ინტერესები და პროცესების შეგნებულად გაჭიანურება, მე პირადად დავესწრები და აქტიურად დავაკვირდები პროცესებს თუ რამდენად ობიექტურად წარიმართება სასამართლო პროცესები, რომელიც 24 ივლისს იწყება. ჩვენ, აქტიურად გავახმაურებთ სასამართლო პროცესის მიმდინარეობას როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციებში.“ - ნათქვამია ზაზა ხატიაშვილის განცხადებაში.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი