უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 მაისი, 2025 12:04
font-size

ბიზნესის რეგისტრაცია უკვე საქართველოს ბანკის ფილიალებშია შესაძლებელი

საქართველოს ბანკი ბიზნესში დიდი განახლებაა. ბანკი ახალი შესაძლებლობების შექმნასა და სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბიზნესის დაწყების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, საქართველოს ბანკის სერვის ცენტრებში ინდ. მეწარმედ დარეგისტრირდნენ ან შპს-ს სტატუსი მიიღონ.

თბილისში, საქართველოს ბანკის ხუთ ფილიალში, მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, იგივე პროცესები გაიარონ, რასაც იუსტიციის სახლში ბიზნესის სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაცია ითვალისწინებს. სერვისით სარგებლობისთვის შესაძლებელია ფილიალში ვიზიტის წინასწარ დაჯავშნა, რაც ბიზნესის წარმომადგენლებს დროის დაზოგვაში დაეხმარება. სამომავლოდ, აღნიშნული სერვისი რეგიონებშიც იქნება ხელმისაწვდომი.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ბიზნესი საქართველოს ბანკის სერვის ცენტრში გაივლის რეგისტრაციას, შესაძლებლობა აქვს ადგილზევე ან ბიზნეს მობილბანკით გახსნას ანგარიში და მიიღოს სასტარტო ბიზნეს ნაკრებში შემავალი ბენეფიტები:

  • ბიზნეს ანგარიში;
  • ბიზნეს ბარათი;
  • ტერმინალი (3 თვე მომსახურების საკომისიოს გარეშე);
  • ონლაინ გადახდები საკომისიოს გარეშე.

ბენეფიტების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს ბანკის ვებგვერდზე.

„საქართველოს ბანკის სერვის ცენტრებში ბიზნესის რეგისტრაციის სერვისის დანერგვა ჩვენი მიზნის - მეწარმეობის ხელშეწყობის კიდევ ერთი ეტაპია. ახალი სერვისით ჩვენ მნიშვნელოვნად ვუზოგავთ დროს ადამიანებს, რომელთა სურვილია, წამოიწყონ ეკონომიკური საქმიანობა და ჩართული იყვნენ ბიზნესში. ამით ვქმნით დამატებით შეხების წერტილებს, რაც კიდევ უფრო გაიზრდება და სამომავლოდ რეგიონებსაც მოიცავს. ჩვენ მუდმივად ვიკვლევთ ბიზნესის საჭიროებებს, შემდეგ კი მათ ინტერესებზე მორგებული პროდუქტებითა და სერვისებით ვპასუხობთ. სწორედ ამის ნაწილია „დიდი განახლება ბიზნესში“, რომელიც ფილიალში რეგისტრაციის გარდა, კიდევ არაერთ მნიშვნელოვან სიახლეს მოიცავს. რაც მთავარია, არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მუშაობას სხვა ინოვაციების დანერგვისთვის“, - აცხადებს თორნიკე კუპრაშვილი, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი.

გაიგეთ მეტი ბიზნესის ფილიალში რეგისტრაციისა და სხვა განახლებების შესახებ ამ ბმულიდან.

ინფორმაციისთვის, ბიზნესის რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში, საქართველოს ბანკის სერვისცენტრში შესაძლებელია საქართველოს მოქალაქე ინდ.მეწარმის ან/და შპს-სთვის, რომელსაც დირექტორი ან დამფუძნებელი საქართველოს მოქალაქე ჰყავს.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი