უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

6 აგვისტო, 2025 13:35
font-size

ბიზნეს ნაკრები M საკომისიოს გარეშე - საქართველოს ბანკის კამპანია გრძელდება

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერასა და ციფრული სერვისების განვითარებას აგრძელებს. ამ მიზნით, ბანკმა ცოტა ხნის წინ საჩუქრების კამპანია დაიწყო. კამპანიის ფარგლებში, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ბიზნეს ნაკრები M, 3 თვის განმავლობაში, დამატებითი საკომისიოს გარეშე გამოიყენონ. მომსახურების გააქტიურება შესაძლებელია საქართველოს ბანკის ციფრული არხების — ბიზნეს მობილბანკისა და ინტერნეტბანკის — მეშვეობით.

ბიზნეს ნაკრები M ყველაზე მოთხოვნად საბანკო სერვისებს ერთი პაკეტის სახით აერთიანებს. იგი მოიცავს გადარიცხვებს შეღავათიანი ტარიფით, მეტ უფასო პროდუქტსა და კომუნალურ გადახდებს ყოველთვიურად, განაღდების მაღალ ლიმიტს და ა.შ. კამპანიის ფარგლებში მომხმარებელი ამ ნაკრებს 3 თვის განმავლობაში, საკომისიოს გარეშე გაიაქტიურებს.

გარდა ამისა, კამპანიის მონაწილე ბიზნესებს საჩუქრად გადაეცემათ MasterCard ბიზნეს ბარათი, რომელზეც ნებისმიერი გადახდისას 2%-იანი ქეშბექი დაერიცხებათ (მაქსიმუმ 500 ლარამდე).

კამპანიაში ჩართულ ბიზნესებს ასევე შეუძლიათ აირჩიონ ერთ-ერთი ბენეფიტი ქვემოთ ჩამოთვლილიდან:

  • - ეროვნულ ვალუტაში გადარიცხვები (სახაზინოს ჩათვლით) — საკომისიოს გარეშე;

ან

  • - უცხოურ ვალუტაში გადარიცხვები — ასევე საკომისიოს გარეშე.

ამასთანავე, ყველა მომხმარებელი, რომელიც მინიმუმ 50 ლარიან გადარიცხვას განახორციელებს, გათამაშებაში ავტომატურად ჩაერთვება და შესაძლებლობა ექნება, მიიღოს ფულადი პრიზები:

  • - 100 ლარი (ყოველი მე-1000 ტრანზაქცია;
  • - 12 500 ლარი ( ყოველი მე-10 000 ტრანზაქცია).

გათამაშებაში მონაწილეობს როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში გადარიცხვები, მათ შორის — სახაზინო გადარიცხვებიც.

„საქართველოს ბანკი კვლავაც აგრძელებს ბიზნესებისთვის ციფრული ეკოსისტემის გაძლიერებასა და თანამედროვე სერვისებზე მარტივ წვდომას. ამ მიზნით, ჩვენ ბიზნესებს შესაძლებლობას ვაძლევთ, ისარგებლონ ჩვენი სერვისებით საკომისიოების გარეშე, მიიღონ ქეშბექი და ფულადი პრიზები, შესაბამისად, უკეთ წარმართონ საკუთარი საქმიანობა. გარდა ამისა, მუდმივ რეჟიმში ვამარტივებთ პროცესებს ბიზნესის დაწყების მსურველებისთვის. მათ უკვე შესაძლებლობა აქვთ, რეგისტრაცია საქართველოს ბანკის ფილიალებშიც გაიარონ და მიიღონ შპს-ს ან ინდ. მეწარმის სტატუსი და იქვე გახსნან ბიზნეს ანგარიში, რითიც ავტომატურად ჩაერთვებიან კამპანიაში. რაც მთავარია, ჩვენ არ ვჩერდებით და მომავალშიც არაერთ საინტერესო სიახლეს შევთავაზებთ მცირე და საშუალო ბიზნესს“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში

ინფორმაციისთვის, კამპანიაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

  • - იურიდიულ პირებს, რომლებსაც 23 ივნისამდე არ ჰქონიათ ანგარიში საქართველოს ბანკში და 30 სექტემბრამდე დისტანციური არხების მეშვეობით გახსნიან მას;
  • - იურიდიულ პირებს, რომლებიც ბიზნესს (შპს ან ინდ. მეწარმე) საქართველოს ბანკის ფილიალში დაარეგისტრირებენ და ბიზნეს ანგარიშს გახსნიან;
  • - იურიდიულ პირებს, რომლებსაც 1 აპრილის შემდეგ არ გამოუყენებიათ საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი ან ინტერნეტბანკი.

გაააქტიურეთ ბიზნეს ნაკრები M ბიზნეს მობილბანკიდან, ან თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში 2 წუთში ონლაინ.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი