პოლიტიკა
ბიუროს სხდომაზე 9-10 მარტის პლენარული სხდომის დღის წესრიგზე იმსჯელეს
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე 9-10 მარტის პლენარული სხდომის დღის წესრიგზე იმსჯელეს და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ზვიად ძიძიგური უძღვებოდა.
ბიუროს გადაწყვეტილებით, დეპუტატები პირველ რიგში, რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ საქართველოს პარლამენტის დადგენილებების პროექტებს განიხილავენ.
პლენარულ სხდომაზე, I მოსმენით იმსჯელებენ „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
კანონპროექტის მიხედვით, მეორე და მესამე კატეგორიებისთვის მიკუთვნებული მწვანე ნარგავებით დაფარული ტერიტორიების გასხვისების, აგრეთვე მათზე მშენებლობის განხორციელების დროს, შესაბამისი ორგანოების მიერ მწვანე ნარგავების ჭრის ნებართვის გაცემა დასაშვები იქნება იმ შემთხვევაშიც, თუ მწვანე ნარგავები ხმელი, ხმობადი, ამორტიზებული ან ფაუტია, ხოლო აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია შესაბამისი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ.
ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში შესაბამისი ორგანოების მიერ მეორე და მესამე კატეგორიებისთვის მიკუთვნებული მწვანე ნარგავების ჭრის ნებართვის გამცემი ორგანო/სამსახური, ნებართვის გაცემის წესი და პირობები დადგინდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.
ასევე, პირველი მოსმენით განიხილება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტთა პაკეტი. წარმოდგენილი პროექტით, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის განმახორციელებელ ორგანოდ სსიპ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ნაცვლად, საქართველოს ეროვნულ ბანკი განისაზღვრება. შესაბამისად, ცვლილება იმ ნორმებს ეხება, რომლებიც ამ ფუნქციის განხორციელებასთან არის დაკავშირებული.
პარლამენტის წევრები, პირველი მოსმენით განიხილავენ „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტს, რომელიც ელექტრონული დოკუმენტის, ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული სანდო მომსახურების გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს განსაზღვრავს.
ასევე, პირველი მოსმენით განიხილება „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“; „შრომითი მიგრაციის შესახებ“ და „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონპროექტები.
მიმდინარე კვირას დეპუტატები ოთხმოცამდე საკითხზე იმსჯელებენ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


