პოლიტიკა
ბიუჯეტის გაზრდა თვითმმართველობის არჩევნებს არ უკავშირდება - დავით ნარმანია
თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, დედაქალაქის ბიუჯეტის 4 მილიონი ლარით გაზრდა თვითმმართველობის არჩევნებს არ უკავშირდება.
ნარმანია გამოეხმაურა საკრბულოს ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებებს. მისი თქმით, ოპოზიცია ვერ გაერკვა, რაში იგეგმება აღნიშნული თანხის დახარჯვა.
„ოპოზიციას 3 წელზე მეტია, ეჭვები აწუხებს და არ ასვენებს, განსაკუთრებით საბიუჯეტო ცვლილებების დროს. ძალიან სამწუხაროა ის, რომ გვერდნახევრიან საბიუჯეტო ცვლილებებში ისინი ვერ გაერკვნენ, რასთან გვაქვს საქმე. ჯამურად ჩვენ იმაზე მეტს არ დავხარჯავთ, ვიდრე ეს იყო წინა წელს, ასე რომ, ეს ცვლილებები არჩევნებთან კავშირში არ არის“, - განაცხადა თბილისის მერმა.
დავით ნარმანიას თქმით, 4 მილიონი ლარით ბიუჯეტის გაზრდა დაკავშირებულია ადმინისტრაციული მოსაკრებლიდან ბიუჯეტში შემოსავლების ზრდით, ასევე ეს თანხა გადანაწილდება სხვადასხვა ღონისძიებასა და საბავშვო ბაღების დაფინანსების გაზრდაზე.
თბილისის საკრებულომ დღეს უნდა მიიღოს გადაწყვეტილება დედაქალაქის ბიუჯეტის 4 მილიონი ლარით გაზრდის შესახებ. სხდომა 4 საათზეა დანიშნული.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


