უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

12 ივნისი, 2017 12:08
font-size

“ბირჟა მაფიის” წევრები წინასწარი პატიმრობიდან შესაძლოა დღეს გათავისუფლდნენ

“ბირჟა მაფიის” წევრები წინასწარი პატიმრობიდან შესაძლოა, დღეს გათავისუფლდნენ.

გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ უნდა მიიღოს.

გლდანის მერვე საპყრობილეში დაკავებული მუსიკოსების მოწმის სტატუსით დაკითხვა გუშინ გვიანობამდე მიმდინარეობდა. პროკურატურის წარმომადგენლები გიორგი ქებურიასა და მიხეილ მგალობლიშვილთან მას შემდეგ მივიდნენ, რაც საგამოძიებო უწყებამ იმ პოლიციელების წინააღმდეგ, ვინც ისინი დააკავა, გამოძიება დაიწყო.

ადვოკატების, გაგი მოსიაშვილის და მერაბ ჩიქოვანის განმარტებით, გიორგი ქებურიამ გაამახვილა ყურადღება მის მიმართ განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე.

ადვოკატების ინფორმაციითვე, საქმეში როგორც გიორგი ქებურიას, ისე მიშა მგალობლიშვილის აღიარებითი ჩვენებები დევს, თუმცა ამ ჩვენებებს მოტყუებით მოაწერინეს ხელი.

”გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს, ვინაიდან ბატონმა გიოირგი ქებურიამ ისაუბრა იმ ძალადობის ფაქტებზე რომელიც მათ წინააღმდეგ განხორციელდა. გიორგი ქებურიას დანაშაულის აღიარებას ადგილი არ ჰქონია და დოკუმენტი არის გამომძიებლების მიერ დაწერილი. ის ფიზიკურად ვერ წაიკითხავდა ამ დოკუმენტს, რადგან არ ჰქონდა სათვალე, რომელსაც ის იყენებს”, - განაცხადა გიორგი ქებურიას უფლებადამცველმა მერაბ ჩიქოვანმა.

დაიკითხნენ თუ არა თავად სამართალდამცველები, საგამოძიებო უწყებაში ამ თემაზე არ საუბრობენ.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ჯგუფ "ბირჟა მაფია"-ს წევრები 9 ივნისს დააკავეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ "ბირჟა მაფიას" წევრებს წევრს მიშა მგალობლიშვილს (Young mic) და გიორგი ქებურიას (Kay G) აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

ნინო ექვთიმიშვილი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი