უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

5 თებერვალი, 2019 10:15
font-size

ბილწსიტყვაობა თუ შეიზღუდა, ყველას მოგვიწევს, წავიდეთ ციხეში - თეა წულუკიანი

ბილწსიტყვაობა თუ შეიზღუდა, ყველას მოგვიწევს, წავიდეთ ციხეში, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.

„არ მსმენია, ვინმე ამბობდეს, რომ ბილწსიტყვაობა უნდა შეიზღუდოს. ბილწსიტყვაობა თუ შეიზღუდა, ყველას მოგვიწევს, წავიდეთ ციხეში. ამიტომ ალბათ ბილწსიტყვაობა გამოხატვის თავისუფლებით უნდა დარჩეს დაცული. თუმცა, ყველანი აღზრდილები ვართ, მშობლები გვასწავლიან და ვიცით, რომ ბილწსიტყვაობა ცუდია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, ბილწსიტყვაობა, თუ ეს ხულიგნობა არ არის, როგორც ამას სისხლის სამართლის შესაბამისი ნორმა ახასიათებს, ან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში არ გადადის, დასჯადი არ უნდა იყოს.

„ახლა მე და თქვენ რომ უცებ შლეგები გავხდეთ და ღია ეთერში ბილწსიტყვაობა დავიწყოთ, ეს, რა თქმა უნდა, მოსაწონი არ იქნება, მაგრამ ბილწსიტყვაობა, თუ ეს ხულიგნობა არ არის, როგორც ამას სისხლის სამართლის შესაბამისი ნორმა ახასიათებს, ან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში არ გადადის, დასჯადი არ უნდა იყოს“, – განაცხადა წულუკიანმა.

ამ განცხადებით თეა წულუკიანმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, უნდა იყოს თუ არა დასჯადი ბილწსიტყვაობა, გაიგო თუ არა მან, რა უნდათ სალომე ზურაბიშვილს, ირაკლი კობახიძესა და მამუკა ბახტაძეს და რას გულისხმობენ ისინი, როცა ახლებური რეგულაციის საჭიროებაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ბილწსიტყვაობა, ცილისწამება და „ფეიკნიუსი“ როგორღაც უნდა შეიზღუდოს.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, „ფეიკნიუსი“ ძალიან დიდი პრობლემაა და ეს არის ის, რაზეც სერიოზულობით უნდა იმსჯელონ და არა წინასწარ ჩამოყალიბებული სტერეოტიპებით, რომ ამ თემას არ შევეხოთ, რათა გამოხატვის თავისუფლება არ დავაზიანოთ.

„ფეიკნიუსზე ალბათ უფრო მკაცრი რეგულაციები გვჭირდება, ვის რა ვალდებულება აქვს, რადგან თუნდაც, ევროპული კონვენცია, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას უზრუნველყოფს, მედიის შემთხვევაში ამბობს, რომ მას აქვს ვალდებულებები. ცივილიზებული, ევროპული სტანდარტის მიხედვით, ეს ჩვენს კანონმდებლობაში უნდა ავსახოთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ცილისწამების კრიმინალიზებას არ ემხრობა, მაგრამ რეგულაციები ალბათ საჭიროა ისევ და ისევ ვალდებულებების ნაწილში.

„ხომ არ შეიძლება, მე თქვენ დაგადანაშაულოთ იმაში, რაც არ ჩაგიდენიათ და საერთოდ არ ხართ?! რაღაც ვალდებულება ყველას უნდა გვქონდეს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საკვანძო სიტყვები:

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი