პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილს მიმდინარე პროცესებში ჩართვისკენ მოვუწოდებ, გიორგი კვირიკაშვილს კი გადადგომას ვურჩევ - ირმა ინაშვილი
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ირმა ინაშვილმა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს მიმდინარე პოლიტიკურ ამბებში ჩართვისაკენ მოუწოდა, ხოლო ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს - გადადგომისაკენ.
„ღიად ვაცხადებ, რომ კვირიკაშვილი და მისი თანამოაზრეები დღეს ახორციელებენ ხელისუფლების უზურპაციას და მე კვლავ მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს, როგორც „ქართული ოცნების“ ყველაზე გავლენიან წევრსა და საქართველოს ყველაზე გავლენიან მოქალაქეს. სწორედ დღეს უნდა შეასრულოს ბიძინა ივანიშვილმა მისი დანაპირები და ჩაერიოს, ჩაერთოს მიმდინარე პროცესებში. რაც შეეხება ბატონ კვირიკაშვილს, მე მას პირდაპირ ვურჩევ, დატოვოს პრემიერის თანამდებობა“, - განაცხადა ინაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე.
პარტიის ლიდერის თქმით, კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში მოსახლეობა უფრო გაღატაკდა.
ინაშვილმა აღნიშნა, რომ სწორედ კვირიკაშვილი ლობირებდა ე.წ. ბონუსების სისტემის შემოტანას კონსტიტუციაში, ასევე საარჩევნო უბნებზე ნებისმიერი სახის გაყალბების დაკანონებას.
„ხელისუფლება ღიად ცდილობდა საპარლამენტო მანდატების მიტაცების დაკანონებას. ამას ვაპროტესტებდით ჩვენ, ამას აპროტესტებდა მთელი პოლიტიკური სპექტრი და მთელი საზოგადოება. ევროსტრუქტურებმაც მკაფიოდ თქვეს, რომ ეს არ არის დემოკრატია და ეს არის უსამართლობა. ამ ვითარებაში ხელისუფლებას ზნეობრივი გადაწტყვეტილება უნდა მიეღო და ჩვენი სამართლიანი მოთხოვნები უნდა დაეკმაყოფილებინა. ამის ნაცვლად ხელისუფლებამ კვლავ მოატყუა ქართველი ხალხი და დღეს ჩვენ გვთავაზობს შერეულ საარჩევნო სისტემას და გამოდის, რომ კოსნტიტუციის საჯარო განხილვის პროცესი, რომელშიც მე აქტიურად ვმონაწილეობდი, იყო სპექტაკლი და ტყუილი.
მეტიც, ხელისუფლებამ ჩუმ-ჩუმად და მზაკვრულად პარლამენტში დასამტკიცებლად შემოიტანა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც პირდაპირ აკანონებს საარჩევნო უბნებზე ნებისმიერი სახის გაყალბებას.
მსგავს უსინდისობას ჩვენი პოლიტიკური გუნდი ვერასდროს ვერ შეეგუება. დღეს პირდაპირ მინდა განვაცხადო, რომ ამ პროცესების უკან დგას უშუალოდ პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი. სწორედ მისი დირექტივით მიმდინარეობდა საკონსტიტუციო ცვლილებების მთელი პროცესი და სწორედ ის უჭერდა მხარს ე.წ. ბონუსის მოდელს, რაც პრაქტიკულად ხელისუფლების უზურპაციას ნიშნავდა, რასაც საპარლამენტო სივრცესა და სახალხო განხილვებისას აქტიურად ლობირებდნენ „ქართული ოცნების“ ლიდერები, რასაც ვაპროტესტებდით ჩვენ და მთელი ოპოზიციური სპექტრი“, - განაცხადა ინაშვილმა.
ირმა ინაშვილმა ბოიკოტი გამოუცხადა პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას. ის დღეს მიმდინარე რიგგარეშე სხდომას არ დაესწრება.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


