პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილმა, როგორც ჩანს, გაისიგრძეგანა რეალობა, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტიკური კრახის პირასაა - დავით უსუფაშვილი
„შენების მოძრაობის“ ხელმძღვანელის, დავით უსუფაშვილის შეფასებით, პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება „ქართულ ოცნებაში“ შექმნილი რთული ვითარებითაა განპირობებული.
„ბიძინა ივანიშვილმა, როგორც ჩანს, გაისიგრძეგანა რეალობა, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტიკური კრახის პირასაა და გადაწყვიტა გადაედგა ბოლო ნაბიჯი, რაც მას შეეძლო გადაედგა, რასაც მეორედ მოსვლას უწოდებდა თავად და ამით იღებს პასუხისმგებლობას ქვეყნის მომავალზე. 2012 წელს ქართველ ხალხს დაპირდა „ნაციონალური მოძრაობის“ შეცდომების გამოსწორებასა და ქვეყნის სწორ გზაზე დაყენებას. ახლა პოლიტიკაში დაბრუნებით, ის გვპირდება თავად „ქართული ოცნების“ შეცდომების გამოსწორებას და ქვეყნის სწორს გზაზე დაბრუნებას. ის, რომ მან ეს პასუხისმგებლობა აიღო, კარგია. რას და როგორ შეძლებს, ამას უახლოესი დღეები და დრო გვაჩვენებს, რადგან კოსმეტიკური ცვლილებები ვერ უშველის“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
უსუფაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მმართველი გუნდი სამართლიანი არჩევნების ჩატარებას შეძლებს.
„თავისთავად ეს არის უნიკალური შემთხვევა მსოფლიოში, როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვებული ძალა ერთ წელიწადში ამ ზომამდე მიდის, სთხოვს საკუთარ დამფუძნებელს – მოდი, გვიშველე, თორემ ჩამოგვექცა თავზე ყველაფერიო. მინდა, ვისურვო, რომ სახელისუფლებო გუნდი სათანადო პასუხისმგებლობით მოეკიდება ამ ვითარებას, ხელიდან არ გაუშვებს მართვის სადავეებს დროზე ადრე და შეძლებს სამართლიანი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.
დღევანდელ ბრიფინგზე ქვეყნის პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ თავმჯდომარეობას დათანხმდა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


