პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილმა იტვირთოს პრემიერ-მინისტრობა - დავით უსუფაშვილმა მმართველ გუნდს სამ-პუნქტიანი წინადადება შესთავაზა
„შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილსა და მმართველ გუნდს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის სამ-პუნქტიანი წინადადება შესთავაზა. ამის შესახებ პოლიტიკოსმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„1. ბიძინა ივანიშვილმა იტვირთოს პრემიერ-მინისტრობა, როგორც ამას ითხოვს საპარლამენტო დემოკრატია და რა ვალდებულებაც მან აიღო ქართველი ხალხის წინაშე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.
2. სუს-მა შეწყვიტოს პოლიტიკური პროცესების მართვა და სახელმწიფო ორგანოების ნაცვლად გადაწყვეტილებების მიღება.
3. უახლოესი საპარლამენტო არჩევნებისთვის, იქნება ეს ვადამდელი თუ ვადიანი, დაუყოვნებლივ იქნას შემოღებული პროპორციული სისტემა“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
მან წარმატებები უსურვა გიორგი კვირიკაშვილს, რომელმაც პრემიერ-მინსიტრის პოსტი გუშინ დატოვა.
„14 ივნისი გათენდა საქართველოში და გიორგი კვირიკაშვილს თავისუფლებას ვულოცავ. მან შეძლო ბევრი რამ, ბევრი რამ ვერ შეძლო, მაგრამ ეს არის პოლიტიკური ცხოვრება და მაღალი თანამდებობის პირების ხვედრი. ვუსურვებ წარმატებას და ამქვეყნად თავაწეულ, ამაყად სიარულს. ბიძინა ივანიშვილს მინდა, ვუსურვო სახელმწიფო მოღვაწის დარი მხნეობა, გამჭრიახობა და სწორი გადაწყვეტილების მიღება. სწორედ მის გადაწყვეტილებებზე არის დამოკიდებული ის, თუ რა იქნება ამ ქვეყანაში უახლოეს დღეებსა და წლებში და როგორ მოვახერხებთ ან ვერ მოვახერხებთ ცივილიზებულ გადასვლას ქვეყნის განვითარების მომდევნო ეტაპზე - არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის შემდეგ",- განაცხადა უსუფაშვილმა.
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


