უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

5 ნოემბერი, 2018 17:20
font-size

ბიძინა ივანიშვილმა ისევ იღებს საკუთარ თავზე ამ ძალიან დიდ ტვირთსა და პასუხისმგებლობას, რაც 2012 წელს ერთხელ უკვე გააკეთა - ეკა ბესელია

„ახლა დგას ეტაპი, როცა მმართველი პარტია ამბობს, რომ ვხედავთ პრობლემებს, რაც არის ქვეყანაში - ამავე დროს, ჩვენ პირდაპირ ვეუბნებით ხალხს, რომ სასწორზე დგას მონაპოვარი, რაც 2012 წლის გამარჯვებამ მოიტანა“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ვიდეომიმართვას.

„ბიძინა ივანიშვილის მიმართვის ყველა ასპექტი და პუნქტი არის ძალიან საყურადღებო. არის გულწრფელად ღია სათქმელი მოსახლეობასთან. ეს არის, ერთი მხრივ, რეალობის ძალიან გულწრფელი და ობიექტური ანალიზი, იმ შეცდომებისა და პრობლემების დანახვა, რასაც მმართველი პარტია ხედავს. ამავე დროს, ყველაზე მნიშვნელოვანი ამ მოცემულობაზე პასუხისმგებლობის განცდა და გააზრებაა. ახლა დგას ეტაპი, როცა მმართველი პარტია ამბობს, რომ ჩვენ ვხედავათ პრობლემებს, რაც არის ქვეყანაში. ამავე დროს, ჩვენ ღიად და პირდაპირ ვეუბნებით ხალხს, რომ ახლა ამ არჩევნებით სასწორზე ის მონაპოვარი დგას, რაც 2012 წლის გამარჯვებამ ხანგრძლივი ბრძოლის შედეგად მოიტანა. ეს მონაპოვარი არის თავისუფლება, ადამიანის უფლებები, ქვეყნის გამთლიანების პროცესის დაწყება - ადამინის, როგორც ყველაზე მთავარი ღირებულების პატივისცემა“, - განაცხადა დეპუტატმა.

დეპუტატის თქმით, ნებისმიერი არჩევნები ხელისუფლებისთვის არის გამოცდა და ანალიზისთვის კარგი ინდიკატორი.

„ამ არჩევნებით კარგად დავინახეთ, რომ არის არა ერთი, არამედ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ჩვენს მოქალაქეებს აწუხებს. არსებული პრომლემების გადაწყვეტას გაბედული ნაბიჯები, სიახლეები და კომპელექსური ცვლილებები სჭირდება. ეს ის შემდგომი ეტაპია, რაც არჩევნების დასრულებას უნდა მოჰყვეს. პასუხისმგებლობა ყველამ თავის სფეროზე უნდა გადავინაწილოთ და არაერთმა ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა, იმის მიუხედავად, რომ ის ისევ იღებს საკუთარ თავზე ამ ძალიან დიდი ტვირთსა და პასუხისმგებლობას, რაც 2012 წელს ერთხელ უკვე გააკეთა“, - განაცხადა ბესელიამ.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი