უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

30 აპრილი, 2025 12:15
font-size

ბიძინა ივანიშვილმა გაანადგურა ჩვენი ევროკავშირის კანდიდატობის მიღწევა, მისმა მარიონეტულმა პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შეჩერება გაყალბებული არჩევნების შემდეგ - თინა ბოკუჩავა

ჩვენს დელეგაციაში ერთი ადგილი თვალსაჩინოდ ცარიელი რჩება, ადგილი, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის, ადამიანს, რომელიც 2008 წელს პუტინს დაუპირისპირდა, საქართველოს სუვერენიტეტი არ დათმო და ამ გამბედაობისთვის ის მეოთხე წელს ატარებს პოლიტიკურ პატიმრობაში, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე (EPP) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბოკუჩავამ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველებმა გამძლეობა და გამბედაობა გამოავლინეს „კრემლის მიერ ორგანიზებული ტერორის წინააღმდეგ და საერთო ევროპული მომავლისკენ სწრაფვაში“. მისივე თქმით, ევროპა ერთიანად უნდა იდგეს საერთო მტრის წინააღმდეგ.

„მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ვებერს და თქვენ, ყველას თქვენი ლიდერობისთვის იმ ფუნდამენტური ღირებულებების დაცვაში, რომლებიც გვაკავშირებს და რომლებიც მთელ ევროპაში გამოცდას გადის. მაშინ, როდესაც პუტინი უკრაინის წინააღმდეგ სასტიკ აგრესიულ ომს აწარმოებს, ის ჰიბრიდულ ომს ახორციელებს საქართველოს წინააღმდეგ, ქვეყნის წინააღმდეგ, რომელსაც სიამაყითა და პატივით წარმოვადგენ თქვენ წინაშე.

თუმცა, ჩვენს დელეგაციაში ერთი ადგილი თვალსაჩინოდ ცარიელი რჩება, ადგილი, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის, ადამიანს, რომელიც თქვენს წინაშე იდგა და პუტინს დაუპირისპირდა 2008 წელს, საქართველოში რუსეთის შეჭრის დროს და ევროპას პუტინის იმპერიალისტური განზრახვების შესახებ აფრთხილებდა დიდი ხნით ადრე, ვიდრე რუსული ტანკები უკრაინაში შეიჭრებოდნენ. ამ გამბედაობისთვის ის მეოთხე წელს ატარებს პოლიტიკურ პატიმრობაში, რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი რეჟიმის პირობებში.

ბიძინა ივანიშვილმა გაანადგურა ჩვენი ევროკავშირის კანდიდატობის მიღწევა, მისმა მარიონეტულმა პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შეჩერება გაყალბებული არჩევნების შემდეგ, რომელიც ფართოდ იქნა აღიარებული, როგორც რუსეთის სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ.

ამ განცხადებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები გამოიწვია. რეჟიმმა სასტიკი ძალადობითა და რეპრესიებით უპასუხა, რის შედეგადაც 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. 50-ზე მეტი ადამიანი კვლავ პოლიტიკურ პატიმრობაში რჩება. რეჟიმი დაკავებულებს სისტემატურად არასათანადოდ ეპყრობოდა და აწამებდა, მიიღო დრაკონული კანონები, რომლებითაც გადაჭარბებულ ჯარიმებს აწესებს და დღესაც კი შეიჭრა აქტივისტების კერძო სახლებში შიშის დათესვისა და განსხვავებული აზრის გაჩუმების მიზნით.

და მაინც, ევროპის გული კვლავ ფეთქავს თბილისში, რადგან პროტესტი შეუჩერებლად გრძელდება 153 დღის განმავლობაში. ჩვენ, ქართველებმა, გამოვავლინეთ გამძლეობა და გამბედაობა კრემლის მიერ ორგანიზებული ტერორის წინააღმდეგ და ჩვენი საერთო ევროპული მომავლისკენ სწრაფვაში. თუმცა, ევროპა ერთიანად უნდა იდგეს ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ, რადგან მხოლოდ გადამწყვეტი ქმედებებით შეიძლება იმ ადამიანის შეჩერება, რომელმაც ომი დააბრუნა ევროპის კონტინენტზე.

საქართველოს კონტექსტში, მოქმედება სანქციებს ნიშნავს. ინდივიდუალური, მიზანმიმართული სანქციები ივანიშვილისა და კრემლის მიერ მხარდაჭერილი მისი მეგობრების წინააღმდეგ. პუტინისტური რეჟიმები თვითკმაყოფილებით ხარობენ. ისინი დაყოფით იკვებებიან. ამიტომ, ევროპამ ერთიანობითა და გადამწყვეტი მოქმედებით უნდა იხელმძღვანელოს. ევროპა უნდა იყოს ლიდერი, ევროპა იქნება ლიდერი და ევროპის სახალხო პარტია კიდევ ერთხელ შეასრულებს თავის საქმეს ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპისთვის“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

აღნიშნულ ინფორმაციას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი