პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციაში ვიქნები -დავით უსუფაშვილი
საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პოლიტიკური პარტიის შექმნას აანონსებს, თუმცა დეტალებზე არ საუბრობს.
ამასთან, როგორც უსუფაშვილმა "განსხავვებულ აქცენტებში" აღნიშნა, იგი ძალიან სერიოზულ აქტივობას აპირებს.
"ამ თემაზე მექნება ძალიან სერიოზული შეთავაზება საქართველოში აქტიური პოზიციების მქონე ძალაინ ბევრი ადამიანისთვის. იმიტომ, რომ მე მგონია არის საჭიროება იმისა, რომ ყველა ჩვენგანი, თქვენც, მეც და ყველა სხვა, ხუთი წუთით შევჩერდეთ, სულ ხუთი წუთით და შევხედოთ ჩვენს რეალობას, არა იმ გადმოსახედიდან, არა იმ ფანჯრებიდან რომლებშიც ჩვენ ვართ ახლა, არამედ ცოტა უფრო ზოგადი გადმოსახედიდან. დავინახავთ, რომ ქვეყანას სჭირდება ძალიან სერიოზული და ძალიან ფუნდამენტური შველა, ქვეყანას, მთავრობასაც, ხელისუფლებასაც, ოპოზიციასაც. თუ ეს ჩვენი საერთო ქვეყანა და სახელმწიფოა, ჩვენ უნდა გამოვძებნოთ ის საერთო, რომელსაც ერთად გავაკეთებთ. სხვა შემთხვევაში ჩვენ შიდა საფრთხეები გაგვიმრავლდა და არ შეგვიმცირდა, სახელმწიფო ინსტიტუტების ვერ გაძლიერების გამო. გარესამყაროში მიმდინარე მოვლენებმა შეცვალა ძალიან ბევრი რამ. თუ დღემდე ჩვენ გვქონდა განცდა, რომ ჩვენთვის ხელსაყრელი პროცესები იყო დემოკრატიულ სამყაროში, დღეს ძალიან ბევრგან ეს ასე აღარ არის",–აღნიშნა უსუფაშვილმა.
ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, იქნება თუ არა დავით უსუფაშვილი ექს–პრემიერის „ბიძინა ივანიშვილის პრინციპულ ოპოზიციაში“, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ უპასუხა "ვიქნები".
კითხვაზე, ჩაერთვება თუ არა მის საქმიანობაში აქტიურად თინა ხიდაშელი, პარლამენტის ყოფილი თავჯდომარე პასუხობს, რომ "თინა ხიდაშელი არ აპირებს იმ საქმეში აქტიურობას, რომელშიც მე ვაპირებ აქტიურობას, თინა იქნება აქტიური, მაგრამ არა ამ მიმართულებით. მას ცალკე საქმე ექნება".
კითხვაზე, მიდის თუ არა პოლიტიკიდან თავდაცვის ყოფილი მინისტრი, უსუფაშვილი პასუხობს "მიდის? ნუ რა ვიცი, როდის მოვიდა თინა პოლიტიკაში, ჩემი მოსვლის არ იყოს?! აქტიური ცხოვრებით იცხოვრებს, მაგრამ პოლიტიკურით და წმინდა პოლიტიკურით რაღაც პერიოდი დაკავებული არ იქნება".
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


