უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

25 ოქტომბერი, 2018 12:45
font-size

ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ `ომეგას` ფარული ჩანაწერების საქმეს, უცხოელი გამომძიებლები იძიებენ, სიცრუე აღმოჩნდა

23 ოქტომბრის ტელეინტერვიუს დროს ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი ამტკიცებდა, რომ ოთარ ფარცხალაძის საქმის გამოძიებაში, რომელიც "ომეგას" საქმეზე ფარულ ჩანაწერებს ეხება, უცხოელი სპეციალისტები ჩაერთვნენ.

თუმცა აღმოჩნდა, რომ საქართველოს პროკურატურის მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის წევრები გამოძიების დასკვნით ეტაპზე არსებულ, გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეებს სწავლობენ და მათ შორის "ომეგას" საქმე არ არის.

პროკურატურის ინფორმაციით, საუბარია ფარცხალაძის კუთვნილი კომპანიისთვის მიწის გადაცემის კანონიერებასა და თორდია-ფარცხალაძის დაპირისპირებაზე. "ომეგას" საქმეზე უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობის შესახებ არაფერი იციან ადვოკატებმა. უფრო მეტიც, უფლებადამცველები ამბობენ, რომ პროცედურა ქვეყნის კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში მოდის.

"საქართველოში მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, არ ითვალისწინებს უცხო ქვეყნის საგამოძიებო უწყებების ჩართვას საქართველოში მომხდარ ფაქტზე. პროფესიით იურისტი არ არის და იმ ჭრილში რა ჭრილშიც გაკეთდა განცხადება, სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში ვერ მოდის,"- აცხადებს ლევან ყიფიანის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე.

თავის მხრივ, "ომეგა ჯგუფის" საქმეში უცხოელი პროკურორების ჩართვას უარყოფს კომპანიის უფლებადამცველი, გიორგი ფანცულაია. იგი აცხადებს რომ ობიექტური გამოძიებისთვის არა სხვა ქვეყნის წარმომადგენლები, არამედ პოლიტიკური ნებაა აუცილებელი.

"არცერთი პროკურორი და არც ერთი გამომძიებელი, რომელიც "ომეგას" საქმეს იძიებს, არ არის უცხოელი. მიმაჩნია, რომ არასწორი ინფორმაცია აქვს ბატონ ბიძინა ივანიშვილს თუ ამ საქმეს გულისხმობდა როცა ის უცხოელ პროკურორზე საუბრობდა, მაგრამ აქვე დავძენ, რომ არც უცხოელი პროკურორის არსებობა არ ნიშნავს საქმის ობიექტურ გამოძიებას. ობიექტურ გამოძიებას არ სჭირდება უცხო ქვეყნის მოქალაქე, ამას სჭირდება პოლიტიკური ნება და დამოუკიდებლობა გამოძიებას და პროკურატურას, რომ გაბედოს და დაიბაროს ყველა ის პირი რომელიც გამოსაკითხი არის, მათ შორის ბატონი ოთარი, თუ ნახსენები ყოფილი თუ მოქმედი თანამდებობის პირები,"- აცხადებს გიორგი ფანცულაია.

თავად ფარცხალაძის ადვოკატი კი მიიჩნევს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის გამოკითხვის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

"ვინაიდან ინფორმაციის მატარებელი არ გახლავთ ბატონი ოთარი, მისი დაკითხვის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ჩვენ მხარეს ფიზიკურად, სამართლებრივად შეუძლებელია რომ წარმოვადგენდეთ, ვინაიდან ამის სამართლებრივი საფუძველია რ არის, შესაბამისად, ჩვენ ამ კუთხით ინფორმაციას, თუ რა სახის საგამოძიებო მოქმედება ტარდება, ნამდვილად ვერ გეტყვით,"- აცხადებს ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი