პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება ნიშნავს იმას, რომ „რაღაცა უბედურება“ ხდება, რომლის შესაჩერებლადაც ის საჯარო პოლიტიკაში შემოდის - ირმა ინაშვილი
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი ქვეყნის ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას გამოეხმაურა. დეპუტატმა გაიხსენა ივანიშვილის 2015 წლის ინტერვიუ „გურია ნიუსთან“, რომელშიც ექს-პრემიერმა აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში დაბრუნდებოდა, თუ რამე საოცრება მოხდებოდა ხელისუფლებაში.
„მხოლოდ პოზიტიურად ვაფასებ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნების ფაქტს. ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩემს არაერთ საჯარო გამოსვლაში იყო მოწოდება, რომ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნებულიყო პოლიტიკის სივრცეში. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოსთან მიმართებაში დასავლეთის მხრიდან არაფორმალურ მმართველობაზე საუბარი დამთავრდება, რაც აშკარად გვაზიანებდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის შიგნით ბიძინა ივანიშვილის სახელით სპეკულაციები დასრულდება. ეს ნიშნავს იმას, რომ „რაღაცა უბედურება“ ხდება, რომლის შესაჩერებლადაც ივანიშვილი საჯარო პოლიტიკაში შემოდის. ზუსტად ეს ტერმინი გამოიყენა, როცა მიდიოდა. „რაღაცა უბედურება უნდა მოხდეს, რომ იძულებული გავხდე, პოლიტიკაში დავბრუნდეო“. ეს ნიშნავს იმას, რომ შანსი ჩნდება,- ქვეყანა გამოვიდეს პოლიტიკური ჩიხიდან და საერთო ძალებით დავიწყოთ საქართველოსთვის სასიკეთო და სასიცოცხლო საქმეების კეთება: ნაწილმა სახელისუფლებო პოზიციებიდან, ნაწილმა- ოპოზიციური ფლანგიდან, ნაწილმა საკუთარი პროფესიული სივრციდან და ნაწილმა- სახლიდანაც კი“, - დაწერა ინაშვილმა ფეისბუკზე.
დღევანდელ ბრიფინგზე ქვეყნის პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ თავმჯდომარეობას დათანხმდა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


