საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილი ზოგჯერ შეიფერთხავს ხოლმე მხრებს და ვიღაცას გადმოაგდებს იქიდან - გია ხუხაშვილი
პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პროცესების შეფასებისას განაცხადა, რომ მმართველი გუნდის წევრები მიხვდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა შეცდომები დაუშვა და ახლა იბრძვიან იმისთვის, რომ ივანიშვილის ფავორიტობა შეინარჩუნონ. ამის შესახებ ექსპერტმა გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა.
„ბიძინა ივანიშვილი ზოგჯერ შეიფერთხავს ხოლმე მხრებს და ვიღაცას გადმოაგდებს იქიდან, ვიღაცას მერე აიცოცებს და აი, ამ პროცესში ვართ. რა მესამე პოლიტიკური ცენტრი. ყველა არის დისკრედიტებული, კორუმპირებული ან პროფესიულად დეგრადირებული. ვინ არის იქ[ქართულ ოცნებაში], რომ ლიდერობასა და პოლიტიკურ პერსპექტივაზე ჰქონდეს საუბარი. ეს ხომ აბსოლუტურად არასერიოზულია. აი, ავიღოთ კობახიძე. ძალაუფლების გარეშე წარმოგიდგენიათ კობახიძე ქუჩაში გამოსული, არათუ პოლიტიკაში მოტივტივე? ქუჩაში ვერ გამოვა, სახლში იქნება ჩაკეტილი. ერთადერთი რაც მას აქვს, ის არის, რომ ივანიშვილმა მას უთხრა, შენ იქნები ეს ფიგურა და დასვა და იმას ეპოტინება. იმას რომ ეპოტინება, ახლა შეხედეს, დაინახეს, რომ ივანიშვილმა რაღაც შეცდომები დაუშვა არჩევნების პერიოდში და დაიწყეს პატარ-პატარა თამაშები. განა იმისთვის, რომ ძალაუფლება და პოლიტიკა აკეთონ, ივანიშვილის ფავორიტობა რომ შეინარჩუნონ, ამისთვის იბრძვიან“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


