პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი რომ ამ გუნდის წევრია, ყველასთვის ცნობილია - გია ვოლსკი
ბიძინა ივანიშვილი რომ ამ გუნდის წევრია, ეს ყველასთვის ცნობილია, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
„ჩვენ რომ ერთი გუნდი ვართ, ეს სიახლე არ არის, მაგრამ წინასაარჩევნო კამპანიაში მისი ჩართულობა რომ არ არის, ამაში გასაკვირი არაფერია“, - ასე უპასუხა ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო კამპანიაში ჩართულობის საკითხზე დასმულ კითხვაზე გია ვოლსკიმ.
ამასთან, კითხვაზე, აისახება თუ არა ბიძინა ივანიშვილის პასიურობა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერაზე, ვოლსკიმ კითხვითვე უპასუხა - „რატომ უნდა აისახოს?!“. „ქართულ ოცნებას“ ვინც უჭერდა მხარს, ის დაუჭერს მხარს. ბიძინა ივანიშვილი რომ ამ გუნდის წევრია ეს ყველასთვის ცნობილია და მისი უშუალო ჩართულობა არა თუ ამ პროცესში, არამედ სხვა პროცესებში უკვე დიდი ხანია მოგონილია და ხშირ შემთხვევაში პროპაგანდისტულ-მოარულ აზრად დადის თქვენს პოლიტიკურ გუნდში“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
რაც შეეხება მერობის კანდიდატად კახა კალაძეს დასახელებას, როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, პოლიტსაბჭოზე მეტი მსჯელობა იყო კალაძის ხედვებზე.
,,ძალიან საინტერესო ხედვა აქვს ამა თუ იმ საკითხზე და ვფიქრობ, სწორი არჩევანი გავაკეთეთ. მას ბევრი წარმატებული პროექტი აქვს, თუნდაც ის, რომ ამხელა ჰესის შენებლობა დასრულდა და ეს კახის დამსახურებაც არის“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


